
სპორტული გვერდის Geo Team-ის დამფუძნებელი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას სიახლეებს მუდმივად უზიარებს. აღსანიშნავია, რომ საბა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გვერდით აქტიურად იმყოფება და სიახლეებთან ერთად ფეხბურთელების სახალისო ვიდეოებს გვიზიარებს.
ამჯერად იგი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ცნობებს გვიზიარებს:
„ვინ დაიჯერა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიო კონტესთან მივიდა და გუნდიდან გაშვება მოსთხოვა? სასაცილოა!
იმ ყველაფრის ფონზე, როცა სიტუაცია გადამწყვეტ ეტაპზე მივიდა, „ნაპოლი“ ადგა და გადაწყვიტა, ყველაფერი ხვიჩა კვარაცხელიას გადააბრალოს.
„ხვიჩამ გუნდიდან დაუყოვნებლივ წასვლა მოგვთხოვა” - თქვა ანტონიო კონტემ, რომელმაც ფანებს პირდაპირ უთხრა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, კვარა საუკეთესო პირობებში გვყავს და მას უბრალოდ ჩვენთან ყოფნა აღარ სურსო.
ახლა მოდი იმ ადამიანებთან ვისაუბროთ, ვინც ეს ყველაფერი დაიჯერა. გეტყვით, რომ კვარამ გუნდიდან წასვლა კი არა, მისი დონისთვის შესაბამისი პირობები მოითხოვა, რომელიც გუნდში ყოფნის 2.5 წლის თავზე ვერ მიიღო.
იტალიის ჩემპიონი
სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
სერია A-ს 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო მეპასე
ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
ზედიზედ 2 სეზონი 10 G/A სისტემით
ფეხბურთელი, ვის გამოც სტადიონზე ნეაპოლში ბევრი ადამიანი დაბრუნდა
ფეხბურთელი, ვინც ამდენი წლის შემდეგ ყველაზე ახლოს დააყენეს დიეგო მარადონასთან - თამაშის ლამაზი სტილის გამო
ალბათ შთამბეჭდავი ჩამონათვალია ხომ? ამ ფეხბურთელს კი მისვლის დღიდან გუნდში 1.2 მილიონი ჰქონდა ხელფასი. კლუბშიც კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება და ევროპულ ფეხბურთში აღარც ვსაუბრობ...
კონტე ხომ არ იტყოდა, 2.5 წელი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელს ისეთი პირობები ჰქონდა, ეს დაცინვა იყოო? ამის გამო ფანები გუნდის ხელმძღვანელობაზე გაბრაზდებოდნენ. კონტე ადგა და ყველაფერი ხვიჩას დააბრალა...
ჩემპიონო, მიიღე ის გადაწყვეტილება, რასაც საუკეთესოდ ჩათვლი. ჩვენ ყოველთვის შენ გვერდით ვართ და შენ არასდროს იქნები მარტო“, - წერს Geo Team.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ულამაზესი და უსაყვარლესი ოჯახი...“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
⭕„ხშირად ხვდებით უცნაურ, აუხსნელ სიტუაციებში....“- სამი ნიშანი, რომ ჯადო გაქვთ