
მომღერალი ნატო გელაშვილი ბებია გახდა. ამის შესახებ მან თავის მეგობრებს სოციალური ქსელით ამცნო. მისი სტატუსის მიხედვით, ჩვილს ლუკა დაარქვეს.
გელაშვილის რძალმა ჩაჩავას კლინიკაში იმშობიარა.
„ყველას ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს მინდა უთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდეს. ხმა ,რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება..
2011წლიდან დღემდე ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური კლებადობას ვითვლიდი ერთმანეთის მიყოლებით .
მხოლოდ .ეს ორი ბიჭის Choxonelidze Luka choxonelidze giorgi იყო ჩემი ჭირვარამისა და სიხარულის მეგზურნი ამ ხნის მანძილზე .
დღეს ოჯახის წევრთა მატებაა ჩემი ოჯახის გარშემოწირულობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე ...მადლობა ამისათვის უფალს ჩემს Aneta Nikuradzeს ყველას ვინც ჩემთან ერთად ღირსეულად გალეწეთ ჩემი განვლილი ცხოვრების სავალი. „კალო..” წინ უფრო მეტია გასავლელი გზა ვიდრე ოდესმე ყოფილა ...მიყვარხართ ბედნიერება გქვია შენ ჩემო პატარა ანგელოზო, კეთილი იყოს შენი მობრძანება ბებო, ჩემო ლუკა ბიჭო“, - წერს ნატო გელაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: