ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე ნეაპოლიდან ფოტოს აქვეყნებს, რომელზედაც მასთან ერთად რამდენიმე ცნობილი ქართველიც არის. როგორც დათო ლიკლიკაძე წერს, საქართველოდან ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ სპეციალურად გაფრინდა, 179 ქართველთან ერთად.
„გუშინ ნეაპოლში ჩავფრინდით 180 ქართველი სპეციალურად ხვიჩა კვარაცხელიას მხარდასაჭერად. დღეს მივემგზავრებით მარადონას სახელობის სტადიონზე ქართული დროშებით. მთელი ნეაპოლი სკანდირებს „კვარა, კვარა“...
ასეთი შეგრძნება, რომ ქართველი ხარ და ყველას უყვარხარ, არასდროს მქონია.
მინდა ამ შესაძლებლობისთვის მადლობა ვუთხრა „კროკო ბეთს“ რომელმაც ეს საჩუქარი გამიკეთა“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: