ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სწავლობს და იკვლევს აღმოსავლურ ფილოსოფიურ მოძღვრებებს, ანალიზურ ფსიქოლოგიასა და ადამიანის სულიერ სამყაროს. იგი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ხშირად განიხილავს ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორიცაა მშობლების გავლენის როლი შვილებზე, როგორ შევამჩნიოთ და გავაცნობიეროთ ტრავმის ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სოციალურ ქსელებზე საუბრობს:
„სოციალური ქსელები ნელ-ნელა იქცა ადგილად, სადაც ბევრი ადამიანი აღარ ცხოვრობს, საკუთარ თავს წარმოაჩენს.
ფილტრები, დადგმული კადრები, შერჩეული ბედნიერება, წარმატების დემონსტრირება, მუდმივი შედარება...
ნელ-ნელა იქმნება ილუზია, რომ სხვისი ცხოვრება ყოველთვის უკეთესია.
როცა ადამიანი ყოველდღე არარეალურ სურათებს უყურებს, რეალობა უფერული ეჩვენება. ჩნდება დაუკმაყოფილებლობა, შფოთვა, არასრულფასოვნების განცდა და მუდმივი სურვილი, თავადაც რაღაც ითამაშოს.
ყველაზე საშიში ის არის, რომ ნელ-ნელა ვკარგავთ უნარს, ვიყოთ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში ვართ. ვეჩვევით მოწონებების რაოდენობით საკუთარი ღირებულების შეფასებას და გვავიწყდება, რომ ეკრანზე ნაჩვენები ცხოვრება თითქმის არასოდეს არის სრული სიმართლე.
ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ეკრანს მოვშორდეთ, სიჩუმეში დავრჩეთ, რეალურ ადამიანებს შევხვდეთ და საკუთარ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
რადგან ნამდვილი ცხოვრება კამერის მიღმა ხდება“, - წერს ნონა ხიდეშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მარტო ერთი სურვილი მაქვს, დღესაც მეხუტებოდე...“ - რას წერს იუბილარი სალომე ბაკურაძე