ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში გარდაცვლილ ძმას იხსენებს, რომელიც 19 წლის ასაკში დაიღუპა.
ის 6 ივლისს, აფხაზეთში ტრაგიკულად დაიღუპა.
„გიოს დაბადების დღეა დღეს, 3 ივლისს. 19 წლის გახდა და სულ 3 დღე იყო 19-ის. 6 ივლისს აფხაზეთში დაეცა...
ნეტავ როგორი იქნებოდა ახლა?
ყოველ წელს ამას ვფიქრობ. საოცარი ბიჭი იყო, ულამაზესი და უკეთილშობილესი. დიდი იუმორით და უფრო დიდი სიყვარულით, იმიტომ კი არა, რომ ჩემი ძმაა, ასეთი ბიჭები მართლა იშვიათია ყველაფრით შემკული.
მიყვარხარ სიცოცხლის ბოლომდე.
პ.ს. დიდი მადლობა იმათ ვინც ეს შავ-თეთრი ფოტო გააცოცხლა. მგონი კარგი გამოვიდა, თუმცა ამაზე ბევრად ლამაზი იყო გიო, ვინც იცნობდა ყველა დამეთანხმება“, - წერს მაკა რაზმაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: