Digest Logo

🎥 „ნიჭის ზეიმია ეს კაცი...“ - აკომპანირება ფორტეპიანოზე და „ქართული ხმები“: რა კადრებს გვიზიარებს გიორგი ჭინჭარაული ილია სულამანიძის ქორწილიდან?

1792924320
გიორგი ჭინჭარაული

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრებისა და ოლიმპიური გუნდის ცნობილი ექიმი-რეაბილიტოლოგი, გიორგი ჭინჭარაული ძიუდოისტის, ილია სულამანიძის ქორწილიდან კადრებს გვიზიარებს. 

როგორც ვიდეოში ჩანს, ილია სულამანიძე ქართულ ხმებთან ერთად სიმღერას „ღვინოვ კახურო“ ასრულებს, ჩემპიონი მათ ფორტერპიანოზე აკომპანირებას უწევს. ცნობილი ექიმი აქვეყნებს ლაშა ბექაურთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც:

ილიას რჩეული მოცურავე თაკო მეგრელიძეა.

აღსანიშნავია, რომ ილიამ თაკოს ხელი 2025 წლის აგვისტოში, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო.

წვეულება კი, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, „ვილა  მოსავალში” გაიმართა. წყვილის ქორწილში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ილია თოფურიაც იმყოფებოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სუპერმსუბუქ დივიზიონში ყველა დროის საუკეთესოა“ - დანა უაითმა მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანზე ისაუბრა

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ოქტომბერს საქართველოში

🎥 საბავშვო ევროვიზია 2026-ის გამარჯვებული სომხეთი გახდა

✕