Hack Days Georgia 2023 -მა დააანონსა ღონისძიების გამართვის რიცხვი. ღონისძიება, რომელიც 29 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრის შუალედში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ინტერესის სფერო წარმოადგენს
აგრიტექი, ხელოვნური ინტელექტი, სამომხმარებლო ტექნოლოგიები, Web3, ინფრასტრუქტურა, ვიდეო თამაშები.
აღნიშნულთან დაკავშირებით 2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს მას შემდეგ რაც ოფიციალურად Hack Days Georgia 2023 -მა დააანონსა ღონისძიების გამართვის რიცხვი მთელი დღეა ვფიქრობ და ვიხსენებ იმ პერიოდს, როცა თვითონ ნიკო იღებდა მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას, ეს იყო დიდი გამოცდილება, ურთიერთობები და შემდგომში რეალობად ქცეული პირველი ქართული სოციალური ქსელი Feedc-ი!
ღონისძიება, რომელიც 29 სექტემბრიდან - 1 ოქტომბრის შუალედში გაიმართება, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ თქვენი ინტერესის სფერო წარმოადგენს
აგრიტექი;
ხელოვნური ინტელექტი;
სამომხმარებლო ტექნოლოგიები;
Web3;
ინფრასტრუქტურა;
ვიდეო თამაშები.
Hack Days Georgia ტექ-ენტრეპრენერის - ნიკო კვარაცხელიას სამახსოვროდ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ, ნიკო კვარაცხელიას სახელობის ფონდმა და Gagra Ventures-მა დაგეგმა იგი გააერთიანებს არაერთ აქტივობას - იდეათონს, ჰაკათონს, პრე-აქსლერაციას, აქსელერაციას და სხვა;
ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები არიან : საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, Agrotank - აგრო აქსელერატორი, Gagra VC, ნიკოს ფონდი, Feedc, BTU, Entrepreneur, Medialab, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო, BMG, Soplidan.ge.
Hack Days Georgia 2023 განსაკუთრებული სიამაყით წარმოგიდგენთ ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზს - The Nico Kvar Prize, რომელიც წელს პირველად და შემდეგ უკვე ყოველწლიურად გადაეცემათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო დამწყებ ტექ-ენტრეპრენერებს საქართველოდან;
ნიკო კვარაცხელიას სახელობის პრიზი - The Nico Kvar Prize ნიკოს სახელობის ფონდისა და Gagra Ventures-ის მიერ არის ინიცირებული და მიზნად ისახავს ყველაზე ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველების ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას. ნიკოს პრიზი არის შესაძლებლობა, მიიღოთ გრანტი და პერსპექტივა, მოიზიდოთ შემდგომი დაფინანსება გლობალური ე.წ. venture capital ფირმებისგან.
P.S. დღეს ეს ფოტო გამახსენდა,საფრანგეთში უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გადაღებული, 17 წლის ნიკო თითქმის ყოველ საღამოს ზღვის სანაპიროს სტუმრობდა და ზღვაში მცურავ და ზღვის სანაპიროს მომდგარ გემებს დიდს თუ პატარას აკვირდებოდა, რაღაც ეტაპზე მათი მოძრაობა და წარმომავლობა, მისთვის გარკვეულ ინსპირაციად იქცა! ამაზე ცალკე და ვრცლად კიდევ მოვყვები!
ძვირფასო ახალგაზრდებო შეავსეთ განაცხადი, წარმატებებს გისურვებთ და დიდი ინტერესით ველით გამარჯვებულთა ვინაობას“, - წერს იზა ომაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „100 წლის ვარ და კიდევ მინდა სიცოცხლე“ - ემოციური სიუჟეტი აჭარიდან
„მე ჩამოვრჩი რამე მოვლენებს თუ რატო არ მოსწონს და შოკშია ყველა ამ ამბით“ - რას წერს რუსკა ქარქაშაძე