UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. მერაბთან ერთად საქართველოს „ნინა დრამა“ კვლავ ესტუმრა.
ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, საქართველოში პირველად ზაფხულში იყო. მან მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოს რამდენიმე კუთხე მოინახულა.
ამჯერად კი მერაბ დვალიშვილი ახალ ვიდეოს გვიზიარებს, სადაც „ნინა დრამასთან“ ერთად შობას აღნიშნავს.
„ნინა, დღეს, შენ ხარ თამადა“ - ამბობს მერაბი ვიდეოში.
ცნობისთვის ნინა, UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გილოცავთ შობას...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილებთან ერთად პოზირებს
🔵🎥 „ქეთო და კოტე“ - თათა ვასაძის საოცარი შესრულება ლეგენდარული სპექტაკლიდან