კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ელისო კილაძის ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამერიკელი ექიმი სწორედ ნადირაძემ არ შეუშვა.
ნინო ნადირაძის თქმით, მას თმენის ვალდებულება ელისო კილაძის მიმართ არ გააჩნია:
,,მე თმენის ვალდებულება ადამიანებთან მაქვს, უნიტაზებთან კი არა ამიტომ, ჩაურეცხავი სამოქალაქო ტუალეტის უნიტაზი ელისო დაბლოკილ იქნა ცაკალელი“, - წერს ნადირაძე.