Digest Logo

„ნინო სველი იღლია გამოიბანე, გთხოვ... ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლამაზი, ჭკვიანი, მოხდენილი და საინტერესო ქალი იყო“ - ნინო ჭელიძეს სტატუსის გამო უპირისპირდებიან

1664347456
კესარია და გომართელი

ჟურნალისტმა ნინო ჭელიძემ გუშინ სოციალურ ქსელში ხუმრობით დაწერა, რომ ვინც თბილისელი არაა და თბილისში უნდა ცხოვრება, აქ ცხოვრების მოსაკრებელი უნდა დაუწესდეს.

აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და პოსტის ავტორს „თავს დაესხნენ“.

ერთ-ერთი, ვინც ჟურნალისტს უარყოფითი და შეურაცხმყოფელი კომენტარი დაუწერა, მოდელი კესარია აბრამიძე იყო. კესოს კომენტარი ასობით ადამიანმა დაალაიქა, რომელთა შორის ბევრი ცნობადი სახეც იყო.

მოგვიანებით ნინო ჭელიძემ აბრამიძის კომენტარის სქრინი გამოაქვეყნა და დაწერა: 

„ერთადერთი ვისგანაც გამიტყდა თამუნა გომართელია, ქალი, რომელიც ბავშობიდან მოყოლებული მომწონდა და ახლაც. გამიტყდა ასეთი ვერბალური სანაგვე რომ დაალაიქა.

არადა, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ლამაზი, ჭკვიანი, მოხდენილი და საინტერესო ქალი იყო....“

აღნიშნულ პოსტს ნინოს მეგობრები გამოეხმაურნენ და გაკვირვება ვერ დამალეს.

„ეს ყველაფერი კესარიამ გაკადრა??? ბოდიში, მაგრამ გამეცინა, იმიტომ რომ მაგაზე ინერვიულე! და ის 522 ადამიანი კიდე კესარიაზე უარესები ყოფილან, ესაა ჩემი კომენტარი“ 

„ბუნებრივად ლამაზი, ჯანმრთელი ქალი ხარ ,არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობით“

„რა უხერხულია ამხელა აგრესიის ნთხევა“

„საკუთარ თავს გაუჩალიჩე და კიდევ შენ გეწყინა?“

„კესო-ბესო დაგიბოღმია“, - უწერენ კომენტარებში.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘„ქორწილში კლასიკური მუსიკა დამთავრდა და დიჯეი მოვიდა, გაბრაზდა ნიკოლოზის დედა, ნიკოლოზი კი მაგიდასთან დაჯდა და მხარზე მიჩქმიტა“ - ნეკა დოროყაშვილი

🔘„აღარ მინდა სიყვარული, ჩემი თავის პატრონი ვარ! ასეთი დაწყნარებული, ასეთ კარგ ხასიათზე დიდი ხანია, არ ვყოფილვარ“ - ლოლა წერეთელი

🔘 „ვაკეში ვიღაც ტიპი გადმოვიდა მანქანიდან და იარაღით მოკლა „ჩორტიკა“... ადგილზევე დაიღუპა გულში მიყენებული ჭრილობით“ - რას წერს ნათია ჩიქოვანი