საქართველოს და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დინამო არენაზე ფრედ - 2:2 დასრულდა.
ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის პირველ ტაიმში გახსნა, რასაც მეორე ტაიმში, შოტლანდიის ნაკრების გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლის შესრულება შეძლო, თუმცა, შოტლანდიელებმა დამატებულ დროში გაგვითანაბრეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ გულშემატკივრობდა ნიცა თავაძე ქმარს და რა რეაქცია ჰქონდა მაშინ, როდესაც ხვიჩამ გატანილი გოლი მას მიუძღვნა.