ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინას გამარჯვებას უსურვებს.
„სანამ უკრაინაში ომია, დღესასწაულებიც და უსასწაულო დღეებიც მხოლოდ მათით იწყება და დაიწყება. ხოდა ფერიცვალებამ მოუტანოს გამარჯვება და მშვიდობა და ჩვენზეც გავრცელდეს ეს. გველეშაპს კუდი ჩვენს ქვეყანაში აქვს. ყველანაირად ევნენ აქამდე და ყველა გამოცდა ჩააბარეს, გამბედაობის, სიყვარულის, ერთგულების, ერთად დგომის, სიმტკიცის. ამ ფერიცვალების დღიდან მხოლოდ შეტევაზე გადადიოდნენ და მათ შეტევას მტერი იგერიებდეს და აღარასდროს პირიქით. დიდება უკრაინას და მათ და ჩვენს გმირებს, ვისი სისხლითაც შევაკავეთ ყველა ბოროტება და ვისი მსხვერპლის ხარჯზეც დღეს პარიზებში დავდივართ საქმიან შეხვედრებზე თუ შიბლეტების საყიდლად. ნამდვილი ფასი გაგვეგოს ამ სისხლის, ჩვენი ქვეყნის და საკუთარი შვილების არადახშული, არამედ უსაზღვრებო, ღია მომავლის“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ამავე თემაზე:
🔵„მითხრა, მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადა ჩვენი შვილიო - მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა“- ნეკა დოროყაშვილი
🔵„დოროყაშვილი თავს ცუდად გრძნობს, ის სასამართლო პროცესზე ვერ მიდის“ - ადვოკატის განცხადება
🔵🎥 „ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს“ - რა ვიდეო წარადგინა ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე