Digest Logo

„ნუ დაიწყებთ დიეტას შიმშილით, დაიწყეთ ორგანიზმის მოსმენით და დეფიციტების შევსებით“ - რას წერს ნატა გაგუა

1765374733
ნატა გაგუა

„ხშირად, სასწორზე გაყინული ციფრების მიზეზი ზედმეტი ლუკმა კი არა, უხილავი ჰორმონალური ბლოკადაა.
სანამ კალორიებს ითვლით, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა „განგაშის ზარს“ რეკდეს“, - ამის შესახებ  ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა წერს.

მისი თქმით, სხეულს სჭირდება არა შიმშილი, არამედ საშენ მასალები ჰორმონების სინთეზისთვის.

„თქვენი „სუსტი ნებისყოფა“ არაფერ შუაშია!

იცით ის შეგრძნება, როცა წყალსაც კი წონაში მატება მოაქვს, მაშინ როცა სხვები ყველაფერს მიირთმევენ და არ იმატებენ? ეს არ არის უსამართლობა, ეს ბიოლოგიაა.

ხშირად, სასწორზე გაყინული ციფრების მიზეზი ზედმეტი ლუკმა კი არა, უხილავი ჰორმონალური ბლოკადაა.
სანამ კალორიებს ითვლით, თქვენი ფარისებრი ჯირკვალი შესაძლოა „განგაშის ზარს“ რეკავდეს.

რა ხდება სინამდვილეში?

ფარისებრი ჯირკვალი ჩვენი სხეულის მთავარი „მე„ტაბოლური თერმოსტატია“. როდესაც მისი ფუნქცია ქვეითდება (თუნდაც ოდნავ, რაც ანალიზებში ჯერ არ ჩანს ე.წ. სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი), ორგანიზმი გადადის „გადარჩენის რეჟიმზე“.

აი, აქ იწყება „კალორიული პარადოქსი“:

⏺ თქვენ ამცირებთ კვებას

⏺ ორგანიზმს ეს ჰგონია შიმშილობა/საფრთხე

⏺ ის ამუხრუჭებს მეტაბოლიზმს

და იწყებს ენერგიის დაგროვებას ცხიმის სახით, „შავი დღისთვის“. შედეგი? თქვენ შიმშილობთ, სხეული კი პანიკაშია და ნებისმიერ მიღებულ საკვებს ცხიმად აქცევს.

მკაცრი, დაბალკალორიული დიეტები ამ დროს ცეცხლზე ნავთის დასხმაა! თქვენ ებრძვით სხეულს, რომელიც თქვენს გადარჩენას ცდილობს. ეს ბრძოლა ყოველთვის მარცხით სრულდება.
გამოსავალი ბრძოლაში კი არა, თანამშრომლობაშია!  

სხეულს სჭირდება არა შიმშილი, არამედ საშენ მასალები ჰორმონების სინთეზისთვის. მეტაბოლიზმის „დასაქოქად“ აუცილებელია:

⏺ იოდი

⏺ სელენი

⏺ თუთია

⏺  რკინა

ეს მიკროელემენტები არის გასაღები, რომელიც „ჩაკეტილ“ მეტაბოლიზმს არეგულირებს.

დასკვნა: ნუ დაიწყებთ დიეტას შიმშილით. დაიწყეთ ორგანიზმის მოსმენით და დეფიციტების შევსებით (რა თქმა უნდა, ექიმთან კონსულტაციით).

P.S. ჰორმონალური ბალანსი არ ნიშნავს იდეალურ წონას, მაგრამ ის ქმნის ერთადერთ ნიადაგს, სადაც ჯანსაღ კვებას რეალური შედეგი ექნება“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕გოდერძი შარაშია - „ახალ ურთიერთობებს არ ვეძებ, ვინც აქამდე მომყვა, მათ ვუფრთხილდები“

⭕6 ნიშანი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნობს ნამდვილ აღმავლობას

⭕პამელა ანდერსონმა ლიამ ნისონთან რომანის შესახებ ისაუბრა