
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულმა გვერდმა „World Military- ანალიტიკა“ გუშინ საგანგაშო პოსტი გამოაქვეყნა. სტატუსის შინაარსის თანახმად, თბილისში სლავური გარეგნობის ადამიანები კონკრეტულ ადგილებზე საიდუმლო ნიშნებს ტოვებენ. ამავე პოსტში ნათქვამია, რომ ანალოგიური ფაქტი უკრაინაში ომის დაწყებამდე 6 თვით ადრე მოხდა.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ნიშნები ხალხის დასაშინებლადაა გაკეთებული.
„თბილისელებო, ამ უაზრო პანიკებში რომ ხართ ჩავარდნილები, ამას ფაშისტები თქვენს დასაშინებლად აკეთებენ და იმდენი ტვინი არ გაქვთ, თქვენც იყიდეთ ეს საღებავი და გადააწერეთ იდი ნა...
ჰოდა მიხვდებიან, რომ არავის ეშინია მაგ ჩასვრილების და ბომჟების. ნუ კანკალებთ და იფსამთ შიშით, რა იქნება, ტო“, - წერს ცირა მესხიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 კამერამ დააფიქსირა პირი, რომელმაც თბილისში რუსული პროპაგანდისტული სიმბოლიკები დახატა
🎥 რა ხდება ცნობილი უცნაურ ფიგურებზე, რომელიც რამდენიმე დღეა თბილისში გამოჩნდა