Digest Logo

„ნუ უსურვებთ ადამიანს გათხოვებას, დაოჯახებას და ბავშვის შეძენას - ეს პირადი საზღვრების დარღვევაა!“ - ფსიქოთერაპევტის რეკომენდაცია

1767252686
მაგდა კოტრიკაძე

ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს. 

მის მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ ფსიქოლოგიური საზღვრების პატივისცემა ნიშნავს, რომ სურვილები უნდა იყოს ნეიტრალური, პოზიტიური და არ უნდა შეიცავდეს ზეწოლას ან პირად სივრცეში ჩარევას:

„ნუ უსურვებთ ადამიანს გათხოვებას, დაოჯახებას და ბავშვის შეძენას, - ეს პირადი საზღვრების დარღვევაა!

ფსიქოლოგიური საზღვრების პატივისცემა ნიშნავს, რომ სურვილები უნდა იყოს ნეიტრალური, პოზიტიური და არ უნდა შეიცავდეს ზეწოლას ან პირად სივრცეში ჩარევას. აი რამდენიმე იდეა:

„გისურვებ მშვიდობიან ახალ წელს“.

„გისურვებ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას“.

„გისურვებ წარმატებებს იმ გზაზე, რომელსაც თავად აირჩევ“.

„გისურვებ სიხარულს და იმ ადამიანების გარემოცვას, ვინც შენთვის მნიშვნელოვანია“.

ასეთი მილოცვა ბევრად უკეთესია, რადგან არ შეიცავს პირად თემებს (მაგ. ოჯახი, ქორწინება, ფინანსები), რომლებიც შეიძლება იყოს მგრძნობიარე ადამიანისთვის.

არ აჩენს გადაჭარბებულ მოლოდინებს („გქონდეს საუკეთესო წელი“ ან „გახდი უკეთესი“). აძლევს თავისუფლებას ადამიანს თავად განსაზღვროს, რა არის მისთვის „კეთილდღეობა“ ან „წარმატება“.

შეგიძლიათ, ასევე იუმორით შეზავებული სურვილებიც გამოიყენოთ და ამ ქცევით გააღომით ან კარგი განწყობა შეუქმნათ სხვას:

1. „გისურვებ ახალ წელს ისეთ Wi-Fi-ს რომელიც შენი პოზიტივივით არასდროს ირთვება !“

2. გისურვებ იმდენ ფულს, რომ ბანკის აპლიკაციამ გკითხოს – "Are you sure?"

3. „გისურვებ ისეთ წელიწადს, რომელშიც შენი ერთადერთი დრამა იქნება – რომელი სერიალის ყურება დაიწყო Netflix-ზე!“

4. „გისურვებ, რომ შენი პრობლემები კალენდრის ბოლო ფურცელივით გაქრეს!“

5. „გისურვებ ისეთ ბედნიერებას, რომელზე უკეთესსაც Google-იც ვერ იპოვის!“

6. „გისურვებ ისეთ მეგობრებს, რომლებსაც შენს პოსტებზე ლაიქები არ დაენანებათ!”

7. „გისურვებ ისეთ წარმატებას, რომელსაც Excel-იც ვერ დაითვლის.“

8. „გისურვებ ისეთ ბედნიერებას, რომ emoji-ებმაც ვერ გადმოსცენ.“

9. „გისურვებ ისეთ წელიწადს, სადაც ‘Error 404 – Problems Not Found“.

სწორედ ამიტომ, თუ ადამიანის გახარება გსურთ, უბრალოდ დატოვეთ მეტი სივრცე და აზროვნების რესურსი მან აირჩიოს რა უნდა და როგორ მიაღწიოს. გაეცით მეტი პოზიტივი და მიიღეთ ორმაგი!“, - წერს მაგდა კოტრიკაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიკეთის, სიხარულისა და ყოველივე საუკეთესოს მომტანი ყოფილიყოს...“ - გია ბაღაშვილი ახალ წელს შვილებთან ერთად შეხვდა

„აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ ერთი სიტყვა...“ - ასტროლოგი 1-ელი იანვრის პრაქტიკას გვთავაზობს

„გილოცავთ შობა-ახალ წელს!“ - ნანუკა გულუა შვილების ფოტოებს გვიზიარებს