Digest Logo

ნუკი კოშკელიშვილი: „პირველ მშობიარობაზე ნეკნები ჩამიმტვრიეს, რადგან მირტყამდნენ... საქართველოსა და ამერიკაში მშობიარობა განსხვავებულია“

1772619873
ნუკი კოშკელიშვილი

ქართველი მოდელი ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეორე შვილი გააჩინა, თავის მშობიარობის გამოცდილებაზე საუბრობს. ცნობილია, რომ მან პირველი შვილიც ამერიკაში იმშობიარა, სადაც წლებია მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

„20 კილოთი მეტი ვარ, ვიდრე ვიწონიდი. აზროვნების უნარი გათიშული მაქვს, ბავშვს ხან ვაქანავებ, ხან ვაჭმევ, ხან მძინავს და ხან არა. როგორც ვიმშობიარე, იმის მერე მოვიმატე, რადგან შიო ძუძუთი კვებაზე მყავს. როდესაც რძით კვებავთ ბავშვს, ეს ფაქტობრივად დედის სისხლია და ამიტომ, ლაქტაციის პერიოდში ხშირად გვინდა ტკბილი. ამჯერად არ „ჩავიხიე“, და ოვის (პირველი შვილი რედ. შენ.) დროს ნეკნები ჩამიმიტვრიეს, რადგან მირტყამდნენ. პირველი შვილის დროს „ჩახევებიც“ მქონდა. საქართველოსა და ამერიკაში მშობიარობა განსხვავებულია: საქართველოში სამშობიაროში გაყუჩების მერე გეუბნებიან, რომ უნდა იგრძნო ჭინთვები და თიშავენ ამ გამაყუჩებელს ბოლოს - დაახლოებით 15 წუთის ამბავია. ამერიკაში კი მონიტორზე ეწერება ჭინთვების დრო და შენ ბოლომდე გათიშული გაქვს ტკივილი. შენ და ბავშვიც ძალიან მშვიდად ხართ ამ დროს, რაც, ვფიქრობ, ძალიან კარგია და ნაკლებად სტრესული“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.