ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაში ექიმ ბენ ჩეიმზე, წლების წინ გათხოვდა, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს. ამჯერად, მან გამომწერებს საოცარი ფოტოები გაუზიარა.
მოდელის პიკანტურ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილს მისი პოსტი მოეწონა, ნაწილისთვის კი მიუღებელი აღმოჩნდა.
„ჩასაფრებული ვეფხვი, უჩინარი დრაკონი.
გვერდზე მალევე აღმოვაჩინე ბაყაყი და ამიტომ პოზირება იყო გამორიცხული, ვისაც გგონიათ რომ ძალიან ვნებიან ამაზონკურ ამბავში ვარ იცოდეთ, რომ ისევე როგორც ყველაფერი ცხოვრებაში ესეც მოჩვენებითია, გული მიმდის ისე არ მინდა ბაყაყი შემახტეს, ყველა კადრს შორის ვწუწუნებ. ამის მიუხედავად @nini_ninuca_photography კადრი დაიჭირა.
პ.ს. მორალი იცით რა არის? არასდროს იფიქრო, რომ რამე იცი, იმიტომ რომ ის ზედაპირზე აშკარად ჩანს, სინამდვილეში რა ხდება არასდროს ვიცით… დილის ფილოსოფიაა“, – წერს ნუკი კოშკელიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ისე მოხდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველას გვაქვს ომის ჩვენი ამბავი...“ - სონო ნაცვლიშვილი