
მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.
ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.
ნუკიმ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა, იგი ორსულადაა და მეორე შვილს ელოდება.
ამჯერად, იგი გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ის მალე მეორე ბიჭის დედა გახდება.
„რა მაგარია ! ბიჭი მეგონა რატომღაც“.
„მესამე იქნება გოგო“.
„გილოცავთ ღმერთმა მშვიდობით მოგივლინოთ“, - წერენ კომენტარებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2025 წლის 25 ივნისის ახალი მთვარის დროს „კარმულ ბილეთს“ მიიღებენ