მომღერალი ნუცა შანშიაშვილი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და მოღვაწეობს სოციალურ ქსელში ხშირად გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებებს.
ამჯერადაც მომღერალი ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ადამიანებს თავიანთი ცხოვრების რეჟისორობას ურჩევს:
„ყოველთვის იყავი შენი ცხოვრების რეჟისორი, შენი გრძნობების პროდიუსერი.
ნურასდროს, ნურავის მისცემ იმის უფლებას, რომ იმ ვიღაცამ შენი ემოციებით ითამაშოს. რატომ? იმიტომ რომ შენ დადგი სპექტაკლი, შენ ნურასოდეს მისცემ უფლებას, შეურაცხყოფილი დაგტოვონ შენი განცდების და სიყვარულის გამო!
შენ უნდა მისცე შანსი იმ ადამიანს, რომ მან შეძლოს გიპასუხოს იგივე ემოციური ნოტით“, - ამბობს ნუცა შანშიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: