Digest Logo

„ნუცა ჩემი აზრით გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ!“ - ზაზა შენგელია

1681810394
ზაზა შენგელია

„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში მომღერალ ნუცა ბუზალაძის ამერიკული წარმატებას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა და მისი აზრით, ის უკვე გადასულია მომდევნო ტურში.

🎥 „მიყვარხართ სამუდამოდ“ - ნუცა ბუზალაძე გულშემატკივრებს მიმართავს

„ნუცამ ჰავაის ტურში ნამდვილი ფურორი მოახდინა! როგორც მოგეხსნებათ, 24 მონაწილე 2 დღის განმავლობაში, 2 ნაკადად გამოდიოდა (12 მონაწილე 16 აპრილს, 12 მონაწილე 17აპრილს). ნუცა თავის დღეს, ანუ 17 აპრილს, მისი გამოსვლის ვიდეოს ნახვებით ამ წუთისათვის პირველ ადგილზეა (300 000 ნახვა) და უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაბამისად ბევრ ხმებსაც დააგროვებს და გადავა მომდევნო ტურში.

წინა დღის კონკურსანტებიდან ყველაზე მეტი ნახვები აქვთ Iam Tongi-ის (1,4 მილიონი ნახვა) და Warren Peay-ის (470 000 ნახვა). ორივენი ბიჭები არიან და აქედან გამომდინარე ბუნებრივია მათი ნახვების ასეთი დიდი რაოდენობა, რადგანაც ამდაგვარ კონკურსებში ხმის მიმცემები უმეტესად ქალბატონთა აუდიტორია გახლავთ.

ნუცას გამოსვლის შეფასებები არაერთგვაროვანია. რასაც ვაკვირდები ამერიკული აუდიტორიის პროფაილებს, რომლებიც ნუცას გამოსვლაზე კომენტარებს ტოვებენ, უფრო განათლებული და რესპექტაბელური აუდიტორია აღფრთოვანებულია ნუცას გამოსვლით და შესაბამისად პოზიტიური შეფასებები აქვთ, ამერიკის დაბალი კლასი და სოფლად მცხოვრები აუდიტორია უფრო კრიტიკულია მის მიმართ, რაც ასევე აბსოლუტურად ახსნადი და გასაგებია...

მადლობა ყველას, ვინც არ დაიზარა და მისცა ხმა ნუცას და კიდევ მარაგში გვაქვს დაახლოებით 3,5 საათი (საქართველოს დროით 14:00-მდე) ხმის მისაცემად.

ჩემი პროგნოზი: ნუცა ჩემი აზრით გადასულია მომდევნო ტურში და ამას მთელს საქართველოს ვულოცავ!  , თუმცა ვფიქრობ ნუცამ მომდევნო ტურისათვის უფრო „სწორი“ სიმღერა უნდა შეარჩიოს, მით უფრო რომ „რედნეკები'' ლუპით აკვირდებიან მისი გამოსვლის ყველა დეტალს და ესეც ბუნებრივია.

მომდევნო ორი ტური როგორც ვიცი ზედიზედ ხვალ და ზეგ ანუ 19 და 20 აპრილს გაიმართება, რის შემდგომაც კონკურსში მთლიანობაში 12 მონაწილე დარჩება და ყველაზე მეტად სწორედ ამ ტურებში დასჭირდება დახმარება. დეტალებს უახლოეს პერიოდში მოგაწვდით“, - წერს ზაზა შენგელია.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეტლით არაფერი სრულდება, დამიჯერეთ, რომ იწყება“ - როდის და რატომ გახდა ირმა ხეცურიანი ეტლით მოსარგებლე

🎥 „ჩემი შვილები მალავენ, რომ ჩემი შვილები არიან“ - მადონა კოიძე

🎥 არის თუ არა შეყვარებული ნუცა ბუზალაძე და როგორი მამაკაცის გვერდით იქნებოდა ის?