
მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში კვლავ ერთად გამოჩნდნენ. როგორც თავად მომღერლები ამბობდნენ, რამდენიმე თვის წინ მათი გზები პოლიტიკური შეხედულების გამო გაიყო.
„კარგი მეგობრებო, ჩვენ დავბრუნდით“, - ასეთი ხმა ადევს ვიდეოს, რომელსაც ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ მარიამ შენგელია გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სადაც განაცხადა:
„არ მეწყინა ნუცას კომენტარი. მე მოლოდინები აღარ მაქვს დიდი ხანია. წყენის ფაქტორები გადავდე. ჩემს გზას მივყვები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული იმაზე, რომ საქართველო წარვადგინო კარგად. ცუდი კომენტარები უკვე მეორეხარისხოვანია. არავისგან არაფერი არ მწყინს, მათ შორის ახლობლებისგან. არ გაიყო გზები, დღემდე ჩემ გვერდით არის. რატომ ხდება ყველაფრის დრამატიზება ვერ ვხვდები“, - ამბობდა მარიამ შენგელია.
@nucatopuria 😊 @mariam shengeliaa ♬ original sound - nickharris
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: