„ბრავო რეკორდსის“ დამფუძნებელი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში American Idol-ში ნუცა ბუზალაძისთვის ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს აქვეყნებს და დამატებით დეტალებზე წერს.
მისი ინფორმაციით, ნუცას საკონკურსო ნომერია 9.
„ნუცას ახალი საკონკურსო ნომერია 9. ეს ნომერი საჭიროა მხოლოდ იმ გულშემატკივრების საყურადღებოდ, რომლებიც ხმის მიცემას სატელეფონო სმს-ებითაც აპირებენ. ნომერი 9 უნდა გაიგზავნოს 21523-ზე. თითო გულშემატკივარს მაქსიმუმ 10 სმს ხმის გაგზავნა შეუძლია.
გთხოვთ ყველამ მაქსიმალურად გადააშეაროთ“, - წერს შენგელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ცუდი ამბავი ლამაზებისთვის...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს პავლე მგელაძე
ბაბი კირკიტაძემ გიორგი გაბუნიას შვილი მოინახულა - „ქალბატონი კირა“