
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია.
34 წლის ქართველმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა.
დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და როგორც განაცხადა, სამშობლოში ერთ კვირას დაყოფს. შემდეგ ის აზერბაიჯანში გადაინაცვლებს, სადაც ბაქოში გასამართ UFC-ის ღონისძიებას დაესწრება.
მერაბი თბილისის ქუჩებში აქტიურად დადის სტუმრებთან ერთად, სადაც მათ ქართულ კულტურას და ტრადიციებს უზიარებს.
ამჯერად ჩემპიონი სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მისი მწვრთნელი ჯონ ვუდი ქართულ ყანწით ღვინოს სვამს.
„ჩემი მწვრთნელიც ოფიციალურად გაქართველდა“, - წერს მერაბ დვალიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„აქ ჯერ არ ვიცი, რომ წინ გველი გამომისრიალდება...“ - რა შეემთხვევა შორენა ბეგაშვილს