Digest Logo

„ოჯახები დიდი თანხის ფასად ცდილობებ შვილების დახსნას… ვერ წარმოიდგენთ, როგორი რთული სანახავია ადამიანი, რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა

1669833735
ნიკო კვარაცხელია

ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გრძელ­დე­ბა. ხვალ მო­რი­გი პრო­ცე­სი არის ჩანიშნული, რის შესახებაც, ვე­რა­ზე მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდის დედა იზა ომა­ძე წერს.

„ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია” , ძალიან პატარამ იცოდა, მოთმინება ბრილიანტია”-ო, ბერი გაბრიელის სიტყვები გონებაში მუდმივად მიტრიალებს, ვითმენთ ძალიან ბევრს, ზომაზე მეტს, მაგრამ მოთმინება, ხშირად ურწმუნო, უსულო ადამიანების წინაშე ძალიან დამღუპველია, აზრადაც კი არ მომდის , რომ ნიკო კვარაცხელიას ტრაგიკული მკვლელობა უმკაცრესად არ შეფასდება, წარმოუდგენელია ხელისუფლების კურსი იყოს სრულიად უდანაშაულო, წარმატებული ახალგაზრდის მკვლელობა და მომხდარი ტრაგედიის არასწორი ფორმულირება, რა გახდა ხელისგულზე დადებული საქმის წინ და უკან ტარება, ვინ უმაგრებს ზურგს მკვლელებს???

ხვალ მორიგი აბსურდის თეატრია, ვერ წარმოიდგენთ როგორი რთული სანახავია ადამიანი რომელსაც სინანულის ნატამალი არ აქვს, წმინდა მამები ხშირად წერილებში აღწერენ ეშმაკს, რომელიც მათ გამოეცხადათ, და რომელიც ძალიან საზარელია, სწორედ ასეთი ადამიანების დათმენა მიხდება, ასეთ სახეს იღებს ადამიანი სინანულის გარეშე, ასეთები არიან მკვლელები, მკვლელების დედები და მათი უფლებადამცველები, ოჯახები ძალიან დიდი თანხის ფასად ცდილობებ შვილების დახსნას…

მინდა მჯეროდეს რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლენი მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას.

რაც შეეხება მკვლელი კავილაძის უნიჭოდ შედგენილ მონოლოგს, რომელიც, იფიქრა რომ გულისამაჩუყებელი იქნებოდა, არ გამოდგა წარმატებული.
„სულგაყიდული ადამიანი ეშმაკის სათამაშოა”  როგორ მებრალებით…
“ეეჰ, დედამიწავ! გაგისკდებოდა გული, რომ იცოდე, რა სევდას მგვრის, როცა შენს ბეჭებზე შავად ჩაცმულ ქართველ ქალს ვხედავ.“ — ამბობდა გოდერძი ჩოხელი…
თქვენც არ განახოთ უფალმა,ბევრი შავად შემოსილი ქართველი ქალი ერთად ჩემო ძვირფასებო!!“ - წერს იზა ომაძე.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე,  ნიკო კვარაცხელიას 10-ზე მეტი ტყვია ესროლეს, ის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵12.12.2022 - ჯადოსნური თარიღი, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების გამოწვევა შეუძლია

🔵„ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბედნიერად დადიან რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები, იმიტომ რომ თბილისი მშვიდობის ქალაქია!“ - ხათუნა ხოფერია

🎥 სალომესა და წუპაკას სიყვარული, რომელიც მტრობაში გადაიზარდა - „მივხვდი, რომ ჩემი სიჩუმე მე მაზარალებდა...“