Digest Logo

„ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები “ - გოგა ჩანადირი

1715928141
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ქართული კულტურის ღირებულებებსა და ზოგიერთი ადამიანისგან მათ აუგად ხსენებაზე საუბრობს.

„არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი. ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია.ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს ნიშნავს. ოჯახის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება.

მართლმადიდებლობა კი ქართველთათვის რწმენა, ხელოვნება და ისტორიაა. ამ რწმენას, ხელოვნებასა და ისტორიას მეფე მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, არჩილ მეფესთან, დავით და კონსტანტინესთან, თორნიკე ერისთავთან, გიორგი მთაწმინდელთან, აღმაშენებელთან, თამარ მეფესთან, ასი ათას მოწამესთან, გარეჯელ მოწამეებთან, ქეთევან დედოფალთან, თევდორე მღვდელთან, დიმიტრი ყიფიანთან, ილია ჭავჭვაძესთან, ამბროსი ხელაიასთან, ექვთიმე თაყაიშვილთან და სხვა არაერთ უდიდეს ზნეობრივ ადამიანთან მივყავართ.

ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები“, - წერს გოგა ჩანადირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕უბედური შემთხვევა ქობულეთში - ფერდობის ჩამოშლას 1 ადამიანი ემსხვერპლა

⭕🎥 „ნაცმოძრაობა“ თუ პოლიტიკურად დაბრუნდება, ღმერთმა დაიფაროს საქართველო და თქვენს ოჯახებს, თქვენს ნათესავებს ზუსტად იმას დამართებენ, რაც დამართეს სხვებს, 9 წლის განმავლობაში. სცემენ, გააუპატიურებენ, მოკლავენ, საშინელ რეჟიმს დაამყარებენ, მერე ნახეთ კონცერტი“ - რას ამბობს მოქალაქე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე

⭕„ლგბტ პარადი რომ ვერ შედგეს საქართველოში და მის ნაცვლად იყოს ოჯახის სიწმინდის დღე, ეს ძალიან სწორია და საჭირო!“- რას წერს სოცქსელის მომხმარებელი