ქობულეთის სოფელ კვიროკეში უბედური შემთხვევა მოხდა.
არსებული ცნობით, ფერდობის ჩამოშლას 50 წლამდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სანიაღვრე პროექტზე იყო დასაქმებული, სამუშაოების შესრულების დროს კი ფერდობი ჩამოიშალა. ფერდობიდან საკმაოდ დიდი მასა ჩამოიშალა მიწის.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: