17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მსვლელობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საინტერესო პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე დაწესდა არა იმიტომ, რომ იდეალურად გვაქვს ოჯახური სიტუაციები… (ვინც აკრიტიკებთ რომ ეს რა ფარისევლობააო) არამედ იმიტომ ოჯახის სიწმინდის დღე სწორედ მაშინაა შემოსაღები როცა საფრთხეშია ოჯახის ინსტიტუტი.
და კი დღეს არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც საფრთხის ქვეშაა ოჯახის ინსტიტუტი.
რა თქმა უნდა ცარიელი სიტყვებით ფონს ვერ გავალთ და ვერც მხოლოდ ლოზუნგებითა და მსვლელობებით, საქმითაც თავად ოჯახებში უნდა დავამტკიცოთ, მაგრამ იქიდანაც უნდა დავიწყოთ, რომ ლგბტ პარადი ვერ შედგეს საქართველოში და მის ნაცვლად იყოს ოჯახის სიწმინდის დღე ეს ძალიან სწორია და საჭირო!
ზოგადად, ქართველი ქრისტიანული სარწმუნოების და ოჯახის გარეშე აქამდე ისევე გაქრებოდა, როგორც ბევრი სხვა უძველესი ერი.
ასე, რომ ჩვენი ვალია, რომ მსვლელობითაც ვთქვათ, რომ აქ უფალი მეფობს და არა რაიმე სხვა ძალა!
ასევე ვიცი, რომ ძალიან ბევრს გულზე მჯიღის საცემად ან რაღაცა მერკანტილური მიზნებისთვის უნდოდეს ეს დღე, ვიღაცას პოლიტიკური მიზნებისთვის, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია ოჯახის ინსტიტუტი და ღმერთი, დანარჩენი ახლა იქ ვინ დადგება სხვა მიზნებით მე არ მაინტერესებს!
ასევე დავამატებ, მათთვის ვინც ოჯახის სიწმინდის დღეს დასცინის, მაგრამ ევროპა უნდა, რომ ოჯახიც და ქრისტიანობაც ძალიან ევროპული ღირებულებებია. ოჯახზე და სარწმუნოებაზეა სწორედაც ევროპა აშენებული და გაზრდილი, აქამდეც მაგას მოუტანია.
2016 წელს საფრანგეთში იმხელა ოჯახის დღე აღნიშნეს ჩვენ ჯერ, რომ არ ჩაგვიტარებია“,- წერს Natia Colussi.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: