Digest Logo

„ოჯახური ერთგულების ფესვის მოშლა ნებისმიერ პერსპექტივას დაანგრევს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე?

1747493852
გიორგი ლობჯანიძე

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.

მან ამჯერად მორიგი საინტერესო პოსტი გაავრცელა, სადაც ოჯახზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„თუ დააკვირდებით დედამიწაზე ყოველი ახალი ეპოქის მოახლოებისას იცვლება ენერგოვიბრაციული მუხტი. ამის ერთ-ერთი განმაპირობებლი ფაქტორია კოსმიური განლაგებების ინგრესიები.

მომდევნო ორი ათასწლეულის მანძილზე, სანამ ბევრ საკაცობრიო მოვლენას შევხვდებით, მათ შორის, როგორც საერო, ასევე სასულიერო განხრით, წინა ხაზზეა წამოწეული ძველისა და ახლის გზაჯვარედინი. ეს ის წყალგამყოფი ხაზია, როცა ერთის დასასრულს ანაცვლებს აბსოლუტურად ახალი, მეორე.

მერწყულის ეპოქა დამახასიათებელი იქნება, პირველ რიგში, სოციალური და ტექნოლოგიური ევოლუციით, სიტყვის თავისუფლებით, დამოუკიდებლობისა და მენტალური პროცესების წარმმართველობით.

მეორე კუთხით დამანგრეველია, არ ვიცით რამდენად კარგად იქნება გააზრებული ზემოთქმული და კიდევ - ეს შეეხება ძალიან მძიმედ, როგორც პირადულ-ოჯახურ, ისე საქმიან პარტნიორულ კავშირებსაც.

დღევანდელ დღეს, ეს პოსტი სიმბოლურია. პირადი - ოჯახური ბედნიერების უფლება ხომ ყველა ადამიანს აქვს და ჩვენ თავადვე ვართ ამ ამბავში პასუხისმგებელნი. არის კი ვისაც არ აქვს ამის უფლება? ჩვენ თავად უნდა მივიდეთ ამ კარებამდე.

ბოლო დაახლოებით 10-15 წლის მანძილზე, იმდენად ბევრი კავშირია დაშლილი, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, იმდენად ატკინეს ადამიანებმა ერთმანეთს გული, რომ ბევრი სხვების შემყურე დამფრთხალი იყურება მის ირგვლივ.

ამიტომ, იმ გარემოში, სადაც სიყვარულის თამასა დაბლა იწევს, ხოლო ფასეულობები იკარგება, პირადულ თუ საქმიან, ნებისმიერ პარტნიორულ ნაბიჯს დიდი დაკვირვება სჭირდება. ოჯახური ბედნიერება ნომერ პირველი სამიზნეა და ასე იქნება მომდევნო მონაკვეთებშიც. ერთი კარგი ის აქვს ამ ეპოქას, რომ მხოლოდ ემოციით არა, გონებით გადადგამს ბევრი ამ ნაბიჯს გარკვეული დროის მერე.

პირადად ჩემთვის საუკეთესო ოჯახური გარემო, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი იტყოდა, ასე გამოიყურება: „ქმარი და ცოლი ხელსა და თვალს უნდა ჰგავდეს. როცა ხელს სტკივა, თვალი უნდა ტიროდეს და როცა თვალი ტირის, ხელი ცრემლს უნდა წმენდდეს“.

ოჯახური ერთგულების ფესვის მოშლა ნებისმიერ პერსპექტივას დაანგრევს, ეს იქნება უკიდურესად მძიმე და კატასტროფული შედეგების მომტანი მთელი კაცობრიობისთვის. რთული განვითარების პირობებში, ხაზგასმით ვამბობ, სამიზნე სწორედ ის არის.

და მაინც გვიჭირს ერთი რამის გააზრება, რომ აქედან ადამიანი კარგი სახელის და საქმეების მეტს ვერაფერს წაიღებს. მახსენდება ერთი გენიალური ამბავი: ოთხი დღის მიძინებული მართალი ლაზარე კვლავ ფეხზე რომ წამოდგა, იმ დღიდან მოყოლებული მთელი სიცოცხლის მანძილზე არ გაუცინია ერთი შემთხვევის გარდა: ერთხელ შორიდან იხილა ვიღაც თიხის ჭურჭელს როგორ იპარავდა, ამის დანახვაზე კი გაიცინა და თქვა - ,,ერთი მიწა მეორეს იპარავსო“.

ჩვენც ასეთი მიწა ვართ, ხან და ხან, კი ვპარაზიტობთ სხვათა გრძნობებით, იმ იმედად, რომ რაღაცას გამოვრჩებით.
ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვინც აღნიშნავთ, ვისაც გყავთ ოჯახები! ღმერთმა გაგაძლიეროთ და რაც მთავარია, გაგამრავლოთ ასეთ რთულ და ქარიშხლიან წლებში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გაითვალისწინეთ და იყავით ფრთხილად...“ - კობა ფარტენაძე ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ წერს

🎥 „ყოველთვის კრეატიული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„ყველა ნაბიჯი კარგად გათვალეთ...შესაძლოა, ვინმეს ქცევამ გაგიცრუოთ იმედი...“ - 17 მაისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან