
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, სოციალურ ქსელში ფრონტის ხაზიდან სხვა და სხვა სიახლეს აქვეყნებს.
ამჟამად ოქრუაშვილი უკრაინელების სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითზე უამბობს საზოგადოებას.
„დილას ომარ მეტრეველს მივაკითხეთ საავადმყოფოში, სამი დღე დაბომბვისგან მიღებული კონტუზიის გამო დააწვინეს და ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა აუკრძალეს.
შევდივართ საავადმყოფოს ეზოში და ვხედავთ რომ სხვა დაჭრილებთან ერთად ტომრებს ქვიშით ავსებს და ფანჯრებზე აწყობს. ცოტა გავუბრაზდი, ხომ აგიკრძალეს ფიზიკური დატვირთვა და რა ტომრების ქვიშით ავსება აგიტყდა მეთქი. მთელი ღამე ყველა ექთანი (პატარა გოგოები) ამ ტომრებს ეზიდებოდნენ და მეც და სხვა დაჭრილებმაც უხერხულად ვიგრძენით თავი, წამოწოლილი ხომ არ ვიქნებოდითო. ასეთი სოლიდარობაა ყველგან“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ია ფარულავამ „რუსთავი 2“ დატოვა
🔵ავარია რიკოთზე - გარდაცვლილია 3 პოლიციელი
🔵„ორშაბათიდან ევროპა ხსნის ნიღბებს და ყველანაირ აკრძალვებს - უჯიკეეეთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს“ - ლალი მოროშკინა