
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საომრად წავიდა. მან ფრონტის ხაზიდან იქ მომხდარი კურიოზის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ცოცხალი ანეკდოტი ფრონტის ხაზიდან.
სანგარში ვზივართ და Wall Street Journal-ის ჟურნალისტი მირეკავს ერთი საათის წინ, ინტერვიუს ჩაწერა მინდა, საერთაშორისო ლეგიონზე მასალას ვაკეთებო.
იწყებს კითხვების დასმას და მაგარი დაბომბვა დაიწყეს რუსებმა. "შენი ხმა ცუდად მესმის, რაღაც ხმაურია და იქნებ გააჩუმო ან თუ ტელევიზორია ხმას ჩაუწიოო“ - მითხრა. არტილერიის ჩვენ ლეგენდას - მიშა ქამხაძეს ინსტინქტურად გავძახე - მიშა ინტერვიუს ვაძლევ და რუსები იქნებ გააჩუმო მეთქი.
ამ დედა@@@ების გაჩუმებას მთელი მსოფლიო ცდილობს და მაინც ხმაურობენ და მე მარტომ როგორ გავაჩუმოო - მიშას პასუხი დავუბრუნე ჟურნალისტს და იმის სიცილი უფრო ხმამაღალი იყო ვიდრე 120-იანი ნაღმების ხმა“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ჩემი „ინბოქსი“ სავსეა ჩემი შვილების ლანძღვით“ - თინა კანდელაკი
🔵პუტინზე სიძულვილის ენით საუბარი დროებით ნებადართული ხდება - Facebook