Digest Logo

„ომის დროს ერთად მოუწიათ ოთახში დაძინებამ და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა...“ - რას იხსენებს ნათია ფანჯიკიძე ნოდარ ნათაძეზე

1668340320
ნოდარ ნათაძე

ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და მასთან დაკავშირებული მოგონება გაიხსენა.

„ნოდარ ნათაძე გარდაცვლილა. ორი რამ განსაკუთრებით მახსენდება მასზე მამაჩემისგან სულ. მამა ამბობდა, ნოდარი პატიოსანი კაციაო და მეორე - სოხუმში ომის დროს ერთად მოუწიათ ერთხელ ოთახში დაძინებამ და ნოდარი თურმე ჩაცმული და ჩექმებიანად დაწოლილა, მამა კი, ისე, როგორც ჩვეულებრივ დროს ვიძინებთ ყველა.

გადაკიდებია მამაჩემი გაიხადე ეგ ჩექმები, თორემ ვერ ვიძინებ რომ გიყურებო, ნოდარი კი მაისურში მოტანტალე მამაჩემის დანახვაზე ვერ იძინებდა სავარაუდოდ და პასუხობდა „გურამ! მთავარია, განსაზღვრო დრო და მიზანი!".

ამგვარად, დელიკატურად მიანიშნებდა, მგონი ვერ ხვდები ირგვლივ რა ხდებაო. ამას მამაჩემი ნოდარის სპეციფიკური ხმით და ინტონაციით ჰყვებოდა და ეგონა გავიზიარებდით მის „სამართლიან აღშფოთებას და მცდელობას", რომ ნოდარს აუცილებლად უნდა გაეხადა ლოგინში ჩექმები! ჩვენ კი უბრალოდ ვიგუდებოდით სიცილით. ბავშვურია, მაგრამ დიდ სიყვარულს მიჩენს ეს მოგონება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ნახატი, რომელსაც თვალი ვერ გაუსწორე... შვილის გარდაცვალებით სასოწარკვეთილი დედა“ - იზა ომაძის ემოციური პოსტი

🔵„ვაი, შენს დედას, ასეთი ახალგაზრდა რომ წახვედი“ - ვინ იყო 20 წლის ბიჭი, რომელიც ხაშურში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

🎥 „ამ ხარხარის უკან ვიღაცისთვის მწარე და საშინელი ისტორია დგას. 1 კვირა სარკეს მიმალავდნენ, რამე რომ არ დამმართნოდა შოკისგან!“ - ნინა ილურიძე წლების წინ მომხდარ ავარიაზე