გარემომცველ საგანთა შორის, ბევრი ისეთი ნივთია, იდუმალი თვისებებით რომ გამოირჩევა და ჩვენზე ზემოქმედებას ახდენს. თუ მათთან სწორ მიდგომას შეძლებთ, ამით ადვილად მოახერხებთ, ავი თვალის აცილებას, უარყოფითი ენერგიების განმუხტვას და სუფთა აურით უსაფრთხოდ ცხოვრებას.
ადამიანის გარემომცველ საგანთა შორის, სარკე ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ნივთია. მას განსაკუთრებული მოვლა და შენახვა სჭირდება, რათა არ გატყდეს ან არ გაიბზაროს და ეს უბედურების მაუწყებელი არ გახდეს. ის ჯადოს, საგვარეულო წყევლისა და ავი თვალის წინააღმდეგაც კი მოქმედებს. თუ სარკე ბინაში სწორ ადგილას არის მოთავსებული, ის ოჯახს ნეგატიური ენერგიებისგან იცავს. ხოლო, თუ მას უდიერად მოექცევით, მის ზედაპირს ხშირად არ გაწმენდთ და მასზე დაგროვილ ენერგეტიკულ ჭუჭყს არ მოაცილებთ, სარკეს ბევრი უბედურების მოტანაც შეუძლია.
სარკე სხვა სამყაროში გადასასვლელი ერთგვარი კარია. თავად ადამიანებზეა დამოკიდებული, მისი საშუალებით რამდენად სწორად და ფრთხილად გააღებენ ამ იდუმალ კარს. სარკე პარალელური სამყაროების კარიბჭედაც მიიჩნევა. ასე რომ, გირჩევთ, ყურადღებით და სწორად მიუდგეთ, როგორც კედელზე დაკიდებულ სარკეებს, ასევე, ჩანთაში მოთავსებულ დეკორატიულ, პატარა სარკეებს, რომლებიც ქალბატონების საყვარელი ნივთია.
რაც უფრო დიდი ხნით გაქვთ სარკე სახლში, მით მეტ ინფორმაციას „იწოვს“ ის თქვენგან, უფრო კარგად „გეცნობათ“ და შესაბამისად, იცის, როგორ დაგიცვათ ან პირიქით, მიგანიშნოთ მომავალ საფრთხეზე. თუ სარკე დაიბურა, მასზე ლაქები გაჩნდა, გაიბზარა ან გატყდა, ესე იგი, ადამიანს რაღაც უსიამოვნება ელის. მცდარია ხალხში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს, სარკის გატეხას მისი მფლობელის ან ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვება. ეს საქმეში კრახის, დაავადების ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის წინაპირობა შეიძლება, გახდეს და ის მის მფლობელს ასეთი სახით აძლევს გაფრთხილებას. სხვათა შორის, დიდი შანსია, მსგავსი ცუდი ამბები თავიდან აიცილოთ, თუ სარკეს ენერგეტიკულად ხშირად გაწმენდთ.
სარკისა და ზოგადად, სახლში არსებული სხვა ნივთების ენერგეტიკული გაწმენდა ნეგატიური ზემოქმედებისგან ყველაზე კარგად ახალი მთვარის ენერგიით დამუხტულ წყალს შეუძლია. ახალი მთვარის დროს, ღამის 12 საათზე, ჩაასხით წყალი რაიმე ჭურჭელში, ჩააგდეთ მასში ვერცხლისფერი, თუნდაც ოცთეთრიანი, ხურდა ფული და დადგით ფანჯრის რაფაზე. ღამით, მთვარის შუქზე, წყალი მთვარის ენერგიით დაიმუხტება. დილით ამ წყლით დაასველეთ უხმარი თეთრი ქსოვილის ნაჭერი და გაწმინდეთ ყველა სარკე და ნივთი, რომელიც სახლში გაქვთ, ხშირად უყურებთ, ეხებით ან ჩანთით ატარებთ. ის მონეტა კი საფულეში ჩადეთ და ატარეთ მომავალ ახალ მთვარემდე, რომ ფული და იღბალი მოიზიდოს და დაგიცვათ ნეგატიური ენერგიისგან. გაითვალისწინეთ, რომ მეორედ გაწმენდის დროს, ის ქსოვილის ნაჭერი აღარ გამოგადგებათ, მონეტა კი იგივე უნდა იყოს. ყოველ ახალ მთვარეზე, ასეთი წესით გაწმენდილი სარკე და ნივთი ენერგეტიკულად სუფთავდება და ის თქვენთვის დადებითი ემოციებისა და წარმატებების მომტანი გახდება. ამით თქვენი ორგანიზმიდან გამოდევნით უარყოფით ენერგიას და ავადმყოფობასაც ადვილად დაამარცხებთ. ვერც ავი თვალი გაგეკარებათ, რადგან მას წინააღმდეგობას გაუწევს მთვარის ენერგიებით დამუხტული თქვენი ორგანიზმი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო მატარებლის შეჯახების დროს დაღუპული კაცი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქორწილი ჰქონდა
წყარო: tbiliselebi.ge