Digest Logo

🎥 „ორ კვირაში ნაკერებსაც ამოიღებს“ - დანტესი მარიამის რეაბილიტაციის კურსიდან ახალ კადრებს აქვეყნებს

3 აპრილი 6:55
მარიამ კოხრეიძე

მარიამ კოხრეიძე, რომელსაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, რეაბილიტაციის კურსს გადის.

ვიდეოს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი დანტესი გვიზიარებს.

„მარიამი მივიყვანეთ ყბა-სახის ქირურგთან, რომელიც საქართველოში ყოფნის პერიოდში ჩაუტარებს პროცედურებს.

ორ კვირაში ნაკერებსაც ამოიღებს,“ – წერს დანტესი.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.

ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.

მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ემართება ორგანიზმს რძის გარეშე? - რძის დადებითი და უარყოფითი თვისებები

🎥 ვის მოუტანს მოულოდნელ წარმატებას დღევანდელი დღე და ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიკავონ თავი ფინანსების ხარჯვისგან? - 3 აპრილის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕3 აპრილს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება