Digest Logo

„ორი დღეა ვბლოკავ და ვბლოკავ გავეშებულ, აგრესიულ ბრბოს. არასდროს ამ თემაზე საჯაროდ არ მისაუბრია“ - რას წერს თამუნა მუსერიძე

1672304894
თამუნა მუსერიძე

„ქედს ვიხრი ყველა იმ დედ-მამის წინაშე, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და სხვისი გაჩენილი შვილი საკუთარ შვილად მიიღო და გაზარდა. ჩემთვის ტერმინი „აღმზრდელი დედა” ძალიან მძიმეა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე  წერს.

„ორი დღეა ვბლოკავ და ვბლოკავ გავეშებულ აგრესიულ ბრბოს. მაპატიეთ, მაგრამ მე მათ ადამიანებს ვერ ვუწოდებ. 

ჩემთვის ოჯახის წევრის დაკარგვა სამწუხაროდ უცხო არ არის , თუმცა არასდროს ამ თემაზე საჯაროდ არ მისაუბრია. ტკივილამდე და ტირილამდე მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვისაც მსგავსი რამ აქვს გამოვლილი და ყოველთვის ვიზიარებ მათ მდგომარეობას.

შვილად აყვანის თემა ჩემთვის როგორი „სენსიტიურია“, ამის ახსნას არ დავიწყებ. ქედს ვიხრი ყველა იმ დედ-მამის წინაშე, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა და სხვისი გაჩენილი შვილი საკუთარ შვილად მიიღო და გაზარდა. ჩემთვის ტერმინი „აღმზრდელი დედა” ძალიან მძიმეა, რადგან დედაჩემი იყო, არის და იქნება დედა-ჩემი!

შესაბამისად, დღევანდელი პოსტის გაზიარებას მოყოლილი განუკითხაობა აბსოლუტურად ცდება ყველანაირ ადამიანობას. რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ ვაზიარებ საახალწლო საჩუქრებს, ესეც გაუგებარია. ყველა ასე უნდა ვიქცეოდეთ. ეს რაღაც არაამქვეყნიურთან არ უნდა ასოცირდებოდეს. დიახ! ყველა უნდა ვანაწილებდეთ ჩვენ ლუკმას არამარტო ახალ წელს, არამედ ყოველდღე და ყოველ ღამე.

და აქვე დავამატებ, ამ პროექტში არავის ვგულშემატკივრობ, თუმცა რა თქმა უნდა სამივეს ვუსურვებ წარმატებას“, - წერს თამუნა მუსერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ბიძინა კულუმბეგოვს პირდაპირი ეთერი რეპეტიცია ეგონა - „მართლა ეთერში ვართ?“

🎥 „მიყვარხართ და დამლოცეთ“ - ხვიჩა კვარაცხელიას მიმართვა ილია მეორეს

🔵„სალომე ზურაბიშვილმა თავად დაგვიძახა რეზიდენციაში, ხოლო შემდგომ „მოვარდნილები“ გვეძახა“ - ლალი მოროშკინა