ორბელიანების სასახლესთან, აქცია სახელწოდებით „არ შეიწყალო სააკაშვილი“ მიმდინარეობდა. აქციას საჯარო მოხელეები მართავენ.
მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა და მათი მისამართით კითხვები დასვა.
დღევანდელი აქცია ერთ-ერთმა მონაწილემ, პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში შეაფასა.
„ქ-ნო სალომე, რატომ დაგვპატიჟეთ რეზიდენციაში, თუ მერე „შემოვარდნილებს“ გვიწოდებდით?!
ახლა ერთი მნიშვნელოვანი განმარტება:
ვინაიდან დღევანდელი შეკრება დაანონსდა რამდენიმე საათით ადრე და ეს უნდა ყოფილიყო პრეზიდენტისთვის სასიგნალო და გამაფრთხილებელი შეკრება სააკაშვილის არ შეწყალების მოთხოვნით, შესაბამისად გვქონდა მოლოდინი, რომ შეიკრიბებოდა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმისგან დაზარალებული საზოგადოების მცირე ნაწილი ( იყო სამუშაო დღე, საცობები და წინასაახალწლო სამზადისი).
მოვერიდეთ, უაშალოდ პრეზიდენტის რეზიდენციის წინ მოწყობილ ბავშვთა გასართობ მოედანს და შეკრება დაიგეგმა რეზიდენციის გვერდითა ჩიხში. ხალხის რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა, ხალხს ვერ იტევდა ვერც ორბელიანის მოედანი, ვერც ჩიხი და მიმდებარე ქუჩები. აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში, როდესაც სიტყვით გამოსვლა მოვასწარით მხოლოდ მე, თორნიკე მოლაშვილმა, ჯამბულ გამცემლიძემ, ია მეტრეველმა და დაჩი ცაგურიამ, ჩვენთან მოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და გვთხოვა შევსულიყავით რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილთან შესახვედრად.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვიმეორებ - სალომე ზურაბიშვილმა თავად დაგვიძახა რეზიდენციაში, ხოლო შემდგომ "მოვარდნილები" გვეძახა. ქედს ვიხრი ყველას წინაშე ვინც მობრძანდით, ვინც მიზეზთა გამო ვერ მოვიდა, მაგრამ გვწერდა და გვამხნევებდა.
ეს ბრძოლა მოვიგეთ, რადგან დღევანდელმა შეკრებამ გვიჩვენა, რომ ხალხი მუდამ სიმართლის სადარაჯოზეა!!
PS ნირწამხდარი, „ენჯეოების" დახმარების იმედად დარჩენილი საქართველოს პრეზიდენტი კი ცუდი სანახავი ყოფილა...“, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ეს ადამიანი გაიტანეთ რა, ყველაფერს აქვს საზღვარი…“ - გიორგი ფხაკაძე თენგიზ ცერცვაძეზე