Leo's Journey - ასე ჰქვია ქართველი მოგზაურის, ლევან შეყრილაძის „იუთუბის“ არხს, სადაც პერიოდულად იგი საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს ხოლმე. ამჟამად მას არხზე 58 ათასამდე გამომწერი ჰყავს.
ამჯერად მოგზაურობის მოყვარული ვიდეოს ბანგკოკიდან აქვეყნებს, სადაც იგი საინტერესო ადგილებს ესტუმრა:
„ახალი მოგზაურობით დაგიბრუნდით, წავალთ ტაილანდისკენ, დაგეხმარებით გაჩვენოთ საუკეთესო და საინტერესო ადგილები. ვიზა საჭირო არ არის მაგრამ სასურველია წინასწარ შეავსოთ სპეციალური ფორმა. მარტივად გამოვედი შემოწმებიდან, არანაირი პრობლემა არ შემქმნია. მარტივი და იაფი იქნება ეს მოგზაურობა.
ქუჩებში ძალიან ქაოსია, როგორც ყველა აზიის ქვეყანაში. ვერ ვიტყვი რომ ქუჩები ბინძურია, საკმაოდ მოწესრიგებულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ორი დღის წინ ბაკურიანში ვიყავი, თოვლში ხინკალს ვაკეთებდი, ახლა კიდე ტაილანდის ცხელ ქუჩებში ვსეირნობ. ცოტა დრო მჭირდება ადაპტაციისთვის.
ცოცხალი ქუჩებია, გარეთ მომიწევს დღეს ჭამა. საკმაოდ დიდი არჩევანია. მიუხედავად იმისა რომ დიდ ქუჩებში ხმაურია, აზიის ქვეყნებში უფრო მშვიდად მოგზაურობ“, - ამბობს ლევან შეყრილაძე.
მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენ თავს ბოროტებისაგან, ცოდვისაგან ვიცავთ ღმერთის სიყვარულით“ - თეოდორე გიგნაძე
⭕„რა ლამაზი ხარ“ - თათა ვასაძის ახალი ფოტოები და მოხიბლული გამომწერები
⭕„ისტორიული ცვლილების დღეა: სატურნი ვერძში გადადის!“ - რას წერს რამაზ გიგაური