Digest Logo

🎥 „ორი ოქროს ღილაკი“ და მოლოდინი ლაივების წინ – რას წერს ნუცა ბუზალაძე „ნიჭიერის“ შესახებ

1795873273
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც „ნიჭიერს“ მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში „ორი ოქროს ღილაკი“ გამოიყენა და ლაივების მოლოდინშია.

პოსტში მომღერალი გამომწერებსაც მიმართავს და აინტერესებს, რომელი მისი ლუქი იყო მათთვის გამორჩეული:

„ორი ოქროს ღილაკი Nutsa-სგან!

მადლობა „ნიჭიერს“ შესაძლებლობისთვის, გავაბედნიეროთ ადამიანები! უდიდესი სიამოვნება მივიღე და მოუთმენლად ველოდები ლაივებს!

აბა, ჩემი რომელი ლუქი იყო თქვენი ფავორიტი?“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

ცნობისთვის, „ნიჭიერი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხანგრძლივი ტელეშოუა, რომელიც ცნობილი საერთაშორისო ფორმატის (Got Talent) ქართულ ადაპტაციას წარმოადგენს. პროექტი წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შესაძლებლობები ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინონ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მხარდაჭერა ახალ იმედს გაგიჩენს...“ - ვის გაუმართლებს დეკემბერში ფინანსებში: თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

⭕ „საბოლოოდ სრულდება წინა თვეების დაძაბულობა“ – რას ურჩევს ხატია ბედოშვილი კუროებს დეკემბერში

⭕ რა იწვევს თვალების შეშუპებას - „რღვევა ქსოვილების სითხის ბალანსი“

✕