უკრაინაში მებრძოლი ქართველი ლეგიონერი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ქართველი მებრძოლი წერს, სამშობლოს მშვიდობიანად კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაუბრუნდა.
„დღეს ერთი ბედნიერი დღე მაქვს, გიორგი ფარცვანია და ვანო ჭუმბურიძე საქართველოში დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში.
ყველაზე მთავარი, რაცაა და განსაკუთრებით ჩემთვის ის, რომ ორივე ერთი ნაკაწრის გარეშე დაუბრუნდნენ თავიანთ შვილებს და ოჯახებს უკრაინიდან.
მადლობა ბიჭებო კაცობისთვის, ერთგულებისთვის ბოლომდე, ყველგან და ყველაფერში....ამას განსაკუთრებით აღვნიშნავ....
ჩემი ძმები ხართ.
ჩემი მხედრული სალამი გეკუთვნით თქვენ მადლობის ნიშნად მეომრებო“,- წერს ნადირაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵🎥 70 წლამდე პედაგოგმა 14 წლის ბავშვს სცემა - შოკის მომგვრელი კადრები