Digest Logo

ამინდი მკვეთრად გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი

1680158444
 ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

🎥 „წერდნენ რომ მე შვილები მივატოვე და ოკეანის გადაღმა რომანტიკულ ვახშამზე ვიყავი, ამ დროს კი შვილებთან ერთად შეკვეთილში ვიყავი და ფოტოც ერთ-ერთი შვილის გადაღებული იყო“ - თაკო ტაბატაძე

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება.

„2 აპრილამდე საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება.

30 მარტიდან 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს. 30 მარტიდან 1 აპრილამდე ნალექი, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლის სახითაა მოსალოდნელი, ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა აღინიშნოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადმცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„პორნოს უყურებო? იხსნის შარვალს და მიყურებს თვალებში... 10 ლარი მომცა ტაქსით წადიო...“ - მაკო ჯაბუა შალვა რამიშვილზე

🎥 შალვა რამიშვილი სკანდალურ ბრალდებაზე პირველ კომენტარს აკეთებს - „არ ვიცნობ ეგეთ ადამიანს“

🎥 „ეს ვიდეო მაშინ არის გადაღებული, როცა რამიშვილის კაბინეტთან ფეხაკრეფით დადიოდა იმის შიშით, რომ არ შემავიწროვოსო“ - ნათია ბერიძე სამხარაძეზე