„ფენშუის“ სპეციალისტი ეკა კვარაცხელია 2026 წლის 11 თებერვლის პროგნოზს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ოთხშაბათი ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი კონტრაქტების ხელმოწერისა და ფილიალების გასახსნელად.
მისი თქმით, კომპრომისები და შერიგებები წარმატებული და ეფექტური იქნება, ხოლო ოჯახური ჩხუბი შერიგებითა და წყენების მიტევებით დასრულდება:
„ოთხშაბათი, 2026 წლის 11 თებერვალი
ცეცხლოვანი დრაკონის დღე
3. შევსება.
ხელსაყრელი დღეა გრძელვადიანი კონტრაქტების ხელმოწერისა და ფილიალების გასახსნელად. თუმცა, თუ საქმე ეხება ქონებრივ საკითხებს ან სასამართლო დავებს, უმჯობესია ისინი ცოტა ხნით გადადოთ, რადგან ამ დღეს მათთან გამკლავებამ შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვიოს. ახალი თანამდებობის დაკავება არ არის რეკომენდებული, რადგან დღის განმავლობაში გადაჭარბებული ენერგია მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს პასუხისმგებლობებს. თუმცა, დღე შესანიშნავია მოვალეებთან დარეკვისა და დეფიციტის, მათ შორის მნიშვნელოვანი თანხების, ამოსაღებად.
ფინანსური ფერი: ვერცხლისფერი და ოქროსფერი
რომანტიული ფერი: ლურჯი და შავი
ნეგატიური საათი: 19:00-21:00
არახელსაყრელი დღეა ძაღლისთვის.
●დღეს გაწმინდეთ სახლის კარები, თუნდაც ცენტრალური შემოსასვლელი მაინც.
ხუთშაბათი, 2026 წლის 12 თებერვალი
ცეცხლოვანი გველის დღე
4. ბალანსი.
ხელსაყრელი დღეა სუსტ მდგომარეობაში მყოფთათვის. კომპრომისები და შერიგებები წარმატებული და ეფექტური იქნება, ხოლო ოჯახური ჩხუბი შერიგებითა და წყენების მიტევებით დასრულდება. თუმცა, მემკვიდრეობის საქმეები, ალიმენტის გადახდა ან სამსახურებრივი კონფლიქტების მოგვარება შეიძლება გადაიდოს, ამიტომ გონივრული იქნება ამ დღეს ასეთი საკითხების თავიდან აცილება.
ფინანსური ფერი: ვერცხლისფერი და ოქროსფერი
რომანტიული ფერი: ლურჯი და შავი
ნეგატიური საათი:21:00-23:00
არახელსაყრელი დღეა ტახისთვის.
●დღეს გაწმინდეთ სახლის კარები, თუნდაც ცენტრალური შემოსასვლელი მაინც“, - წერს ეკა კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ: