იცით, რომ ორსულობა მხოლოდ ქალის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესი არ არის?
ორსულობა სამი არსების: დედის, მამის და ნაყოფის, ღრმა ფსიქოემოციური ეკოსისტემაა. ამ სისტემაში მეუღლის დამოკიდებულება, ორსული ქალის მიმართ თითქოს უხილავია, მაგრამ გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ქალის ფსიქიკა ორსულობისას განსაკუთრებით მგრძნობიარე და მიმღები ხდება, ხოლო ქმრისგან წამოსული მხარდაჭერა, სიყვარული ან პირველივე დღეებიდანვე, ემოციური დისტანცირება პირდაპირ გარდაიქმნება იმ ბიოქიმიურ სიგნალებად, რომლითაც პატარა არსება გარე სამყაროს შეიცნობს.
როდესაც ორსული ქალი გრძნობს მეუღლის უპირობო მხარდაჭერას, უსაფრთხოებას და სითბოს, მისი ტვინი გამოიმუშავებს „ბედნიერების ჰორმონებს“ ოქსიტოცინს, დოფამინსა და ენდორფინებს.
ეს ნივთიერებები პლაცენტის საშუალებით აღწევს ნაყოფამდე, რაც პატარას აძლევს ფუნდამენტურ განცდას: „სამყარო უსაფრთხოა, მე მელიან და ვუყვარვარ“.
ხოლო საპირისპირო ემოციები, მეუღლის მხრიდან უყურადღებობა, კონფლიქტი ან ცივი დამოკიდებულება დედაში იწვევს ქრონიკულ შფოთვას და სტრესს.
ამ დროს ორგანიზმში იმატებს კორტიზოლის და ადრენალინის დონე. პლაცენტარული ბარიერი სრულად ვერ იცავს ნაყოფს დედის სტრესის ჰორმონებისგან, რაც იწვევს მუცლადმყოფი ბავშვის გულისცემის აჩქარებას, მოძრაობის ქაოსურობას და ნერვული სისტემის ზედმეტ აგზნებადობას.
ეს ფსიქოემოციური ჯაჭვი მხოლოდ მუცლადყოფნის პერიოდით არ შემოიფატგლება ის საფუძველს უყრის ბავშვის მომავალ პიროვნებას.
მამობრივი ზრუნვით გარშემორტყმული დედის შვილი იბადება უფრო სტაბილური ნერვული სისტემით, უკეთესი ძილით და სტრესისადმი მაღალი რეზისტენტობით.
პრენატალური ფსიქოლოგია ადასტურებს, რომ მამის ხმა, როდესაც ის სიყვარულით მიმართავს როგორც მეუღლეს, ისე მუცელს, ნაყოფისთვის ხდება მშვიდობის და ჰარმონიის მთავარი ორიენტირი.
მეუღლის დამოკიდებულება ორსულის მიმართ არის მნიშვნელოვანი რესურსი არამხოლოდ ქალის ჯანმრთელობაში, არამედ ახალი ადამიანის ემოციურ ინტელექტის და ფსიქიკურ მდგრადობაში.
მამის სიყვარული, დაბადებამდე იწყება და სწორედ დედის თვალებით დანახული და მიღებული სითბო მეუღლისგან ხდება ბავშვისთვის, პირველი ცოდნა იმისა, თუ რა არის სიყვარული.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან კარგები ხართ, უხდებით ერთმანეთს“ - ავთანდილ აბესლამიძემ რჩეული გამოაჩინა
⭕ნუმეროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2026 წლის სექტემბერში განსაკუთრებით გაუმართლებს