რამდენიმე დღეა, ქართული და ესპანური მედია აქტიურად წერს, რომ UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მეუღლესთან, ჯორჯინა უზკატეგუისთან ერთად გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. მსგავსად მოიქცა ჯორჯინაც.
ესპანური ტაბლოიდები წერენ იმასაც, რომ ილია თოფურია მეუღლეს დაშორდა. არც ჯორჯინა, არც ილია ამ ფაქტზე საჯაროდ არ კომენტირებენ.
ამ ხმაურიანი მოვლენების ფონზე, ჯორჯინა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ზოგჯერ ჩვენ ვეჭიდებით გეგმას, ხედვას, თუ როგორ უნდა იყოს რაღაცები. ვდებთ მთელ ჩვენს ძალას მასში — საუკეთესო განზრახვით.
მაგრამ სიცოცხლეს და პროექტებს საკუთარი რიტმი აქვთ. ნამდვილი გაკვეთილი ის არის, რომ ვისწავლოთ მათთან ერთად დინება და არა იძულება.
მორგება უფრო ძლიერია, ვიდრე სიმკაცრე და მხოლოდ ის, ვინც ნამდვილად ცხოვრობს, გრძნობს იმ სიღრმის თავისუფლებას, რაც გამოცდილებას მოაქვს.
ჩემი ვალდებულება უცვლელია - ავაგო მემკვიდრეობა, რომელიც ღირსია ჩემი ოჯახის საყრდენად ყოფნის.
ოცნებები არ იშლება, ისინი უბრალოდ თავიდან განისაზღვრება. ჩვენ მივდივართ წინ — მეტი სიბრძნით და უფრო მკაფიო მიზნებით.
ყოველთვის გავიხსენოთ, რომ ცხოვრება მშვენიერი სასწაულია და ღირს, ყოველთვის ვიცხოვროთ მასში — იმისგან, რაც ფასეულია“, - წერს ჯორჯინა უზკატეგუი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად დახვეწილი, მოხდენილი და ელეგანტური გოგო“ - ქეთი ძიგუას ესთეტიკური ფოტოები