Digest Logo

„პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა, რომ ეს დღე დამდგარიყო. ჯიუტად ვაჯერებდი ჩემს თავს და ანისაც რომ სასწაულები ხდება“ - თეა ლობჯანიძე

1692973040
შევხვდები რაჭაში

შოვის ტრაგედიის კიდე ერთი მსხვერპლის ვინაობა ცნობილი, ის გვანცა ბუბაშვილია, რომელიც რაჭაში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში თეა ლობჯანიძე ემშვიდობება:

„პატარა ბავშვივით გაჯიუტებულს არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო. ჯიუტად ვაჯერებდი ჩემს თავს და ანისაც რომ სასწაულები ხდება.

„დე, გვანცა ხომ მაგარი გოგოა, აი ნახე დე, გამოჩნდება,რაღაცნაირად უშველიდა თავს, სადმე იქნება უგონოდ და გამოჩნდება” - მაგრამ …

რაც დრო გადიოდა ვხვდებოდი, რომ ეს სადმე… ეს იქნებ … ეს ალბათ….. უკვე ლოგიკურ ჯაჭვს ეწინააღმდეგებოდა მაგრამ მაინც ბოლომდე ჯიუტად მჯეროდა, რომ არ მომიწევდა ჩემი შვილისთვის თვალებში ჩახედვა და იმის თქმა, რომ შენი სიცოცხლით სავსე გვანცა ….

ვერ ვუყურებ ჩემ შვილს თვალებში, ვერც ვანუგეშებ, რა ვუთხრა?

გვანცა, ჩემო თბილო, ტკბილო და მოსიყვარულე გოგო, ძალიან მენანები, გული მეგლიჯება, სული მტკივა ისე მენანები, მაგრამ ვაი რომ ვერაფერს ვცვლით. იმ ცხოვრებაში ,,შევხვდებით რაჭაში”, - წერს თეა ლობჯანიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ, მომდევნო 8 წელი გულში ჩახუტებულმა გატარე“ - გვანცა ბუბაშვილს მასწავლებელი ემშვიდობება

🔵„პირბადე და ლოცვაღა დაგრჩათ, მეტი რა გითხრათ…“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„საკმარისია, ბიჭთან გადაღებული ფოტო დავდო და ეგრევე სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერენ და ეს ჭორი ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში“ - მარიტა როხვაძე