მომღერალი მარიტა როხვაძე ჟურნალთან „თბილისელები“ სხვადასხვა თემაზე საუბრობს, მათ შორის ის ამბობს რომ ხშირად ავრცელებენ მისი პირადი ცხოვრების შესახებ ჭორებს. მარიტა როხვაძე აღნიშნავს, რომ საჯაროდ პირად ცხოვრებაზე საუბარს არ აპირებს და ნებისმიერი გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ქვეყნდება საფუძველს მოკლებულია.
„ზაფხული სასიყვარულო ურთიერთობებთან, ფლირტთან და გართობასთან ასოცირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინმესთან გადაღებულ ფოტოს თუ დადებ ან ვინმეს გვერდითაც დაგინახავენ, შენი შეყვარებულია, საქმრო თუ ბოიფრენდი. საკმარისია, ბიჭთან გადაღებული ფოტო დავდო და ეგრევე სასიყვარულო ურთიერთობას მიაწერენ და ეს ჭორი ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. მინდა, ერთხელ და სამუდამოდ ვთქვა ხმამაღლა და ყველამ გაიგოს: აღარ ვსაუბრობ ჩემს პირად ურთიერთობებზე, რადგან არც განხილვის საგნად მინდა, იქცეს და მით უმეტეს, არც თვალი მეცეს (იცინის). ეს თემა დახურულია და თუ მეგობარ ბიჭთან გადაღებულ ფოტოს დავდებ და მასზე ატყდება ჭორები, ეს იმათი პრობლემაა, ვისაც უნდა, რომ ეს ამბავი დაიჯეროს. კიდევ ვამბობ, საკუთარ თავს ავუკრძალე პირად თემებზე ხმამაღლა საუბარი. დამღალა ჭორებმა და ჩემზე გამოგონილმა აბსურდულმა ამბებმა. არ მინდა, ჩემი პირადი განხილვის თემად იქცეს. მე ვერავის ავუკრძალავ თავისი აზრის გამოთქმის უფლებას, მაგრამ ელემენტარული გადამოწმება ხომ უნდა შეეძლოს ადამიანს, რომ ჭორები არ ავრცელოს? ზოგადად, ისეთები ჭორაობენ და განიხილავენ სხვების ცხოვრებას, ვინც რეალიზებული არ არიან, მეტი საქმე არ აქვთ და ჩასაფრებული არიან, ვინ ვის გვერდით გაივლის და ვისთან გადაიღებს ფოტოს“, - ამბობს მარიტა როხვაძე „თბილისელებთან“ საუბრისას.
🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ: