სოციალური ქსელის მომხმარებელი - გვანცა ყიფიანი პირად გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებდა, სადაც უკრაინელი დედა-შვილის შესახებ წერდა. ამჯერად ის განახლებულ ინფორმაციას წერს.
მისი თქმით, ტანსაცმელი, პროდუქტები და სხვა ნივთები საკმარისზე მეტი მოგროვდა უკვე და აღარაა საჭირო.
„ვამატებ განახლებულ ინფოს:
ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა და თუ ვინმე ხართ ბანკის წარმომადგენელი მომწერეთ რა
ტანსაცმელები და სხვა ნივთები, მათ შორის პროდუქტები აღარ არის საჭირო, საკმარისზე მეტი მოგროვდა უკვე, დიდი მადლობა.
პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ და ბაღის პრობლემა მოხსნილია. ათასი მადლობა მათ.
ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა (ბევრმა დაუთმო, თუმცა ტერიტორიულად რომელიც ახლოს იყო სამსახურთან ის ერჩია)
ხვალ გახსნის აქაურ ანგარიშს და ანგარიშის ნომერს დავამატებ ამავე პოსტში.
ახლა ვიწყებ „ბუღალტერიას“ და ხვალ მოგახსენებთ დილით, ზუსტად რამდენი თანხა შეგროვდა ჩემს ანგარიშზე.
ლენას თხოვნით მის პირად ნომერს ვეღარ გაგიზიარებთ - დახმარების მსურველების გარდა ბევრი არაკეთილმოსურნეც უკავშირდება, სამწუხაროდ, და არამარტო. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია მისი პროფესიული მხარდაჭერა და მსურველებს შეგიძლიათ ჩაეწეროთ მასთან:
571009427
სალონი "კარპე დიემი"
ანა პოლიტკოვსკაიას 47.
ხვალ ვხვდები დილით და განახლებულ ინფოს მოგაწვდით
დიდი მადლობა ყველას თითოეული ლარისათვის, თითოეული გაზიარებული პოსტისათვის, თითოეული თბილი სიტყვისათვის და საერთოდ, ყველაფრისათვის
დღეს ჩემს სახლთან ახლოს, სალონში ჩავედი თმის შესაჭრელად. ცოტა ხანში გოგო მოვიდა, ბავშვთან ერთად. დიდად ყურადღება არ მიმიქცევია-სტილისტს ვესაუბრებოდი და რაღაცაზე ვიცინოდით. უცებ ვიღაცის დაჟინებული მზერა ვიგრძენი, სარკეს შევხედე და ულამაზესი, პატარა ბიჭუნა მიყურებდა. იცით როგორ მიყურებდა? არაბუნებრივად... შიშით და ტკივილით სავსე თვალები ჰქონდა, ისეთი-როგორიც ბავშვებს არ აქვთ ხოლმე ან აქვთ და მე არასოდეს მინახავს. როგორც კი დააფიქსირა რომ დავინახე-დედასთან მიირბინა და მის ზურგს უკან დაიმალა. ავდექი და ახლოს მივედი:
-აქ როგორი ლამაზი ბიჭი მოსულა, რა გქვია?
არაფერი მიპასუხა, თუმცა დავინახე როგორ ჩამოიქაჩა ბოლომდე ნერვულად მაისურის ღილი
-ვინმემ ხომ არ გაწყენინა? -ვკითხე ისევ.
-ესენი უკრაინიდან არიან-გამიღიმა სტილისტმა.
-მართლა?
-ჰო, ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს... ეს გოგო ჩემთან დავასაქმე სალონში- მანიკურის სპეციალისტად.
-ყავს კლიენტები?
-ჯერჯერობით არა, არ იცის ხალხმა რომ მანიკურის სპეციალისტიც დავამატეთ-გაიგებენ ალბათ და მოვლენ.
გოგოც მიხვდა რომ მასზე ვსაუბრობდით და გამეცნო. ლენა მქვიაო, საკუთარი სალონი მქონდა და ეხლა მხოლოდ ის მაქვს- რაც მაცვიაო.
მოვკვდი და გავნადგურდი. ერთია როცა ტელევიზორში უყურებ და მეორე როცა პირისპირ ხედავ ომგამოვლილ, გადარჩენილ უკრაინელს, რომელიც აქეთ გამშვიდებს და გეუბნება რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ჰოდა, დავეხმაროთ რა რომ მართლა ყველაფერი კარგად იყოს.
ყველაზე მეტად სჭირდება საცხოვრებელი, ახლა ნაქირავები აქვს და შემდეგი თვის ფული უკვე აღარ მაქვსო, ასევე ვერ ახერხებს ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანას-მითხრეს რომ ადგილები არ არისო (ვინაიდან ჯიქიას ქუჩაზე დასაქმდა სალონში-ამ უბანში მდებარე ბაღს ეძებს) ასევე ამ სეზონის ტანსაცმელი 4-5 და 12-13 წლის ბიჭებისთვის, და s/m ზომა ქალის ტანსაცმელი მისთვის.
თვითონ მუშაობს ა. პოლიტკოვსკაიას 47-ში, სალონ „კარპე დიემში“ და თუ ვინმეს ფრჩხილების მოწესრიგება/შილაქი და ა.შ დაგჭირდებათ- შეგიძლიათ ესტუმროთ.
თუ დახმარება არ შეგიძლიათ-გთხოვთ გააზიაროთ პოსტი, იქნებ სხვებმა შეძლონ,“ - წერს გვანცა ყიფიანი.
⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მაღალ დონეზე მუშაობდა და გულში ეცინებოდა, როცა ჩვენ „უუნაროებს“ ვეძახდით“ - რას წერს გოგი გვახარია