გასულ წელს ცნობილი ქართველი პოეტი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე მარიამ სოსელია მშობლები გახდნენ - მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს.
მწერალი, არც საქმიანობას აკლებს ყურადღებას და პერიოდულად აქვეყნებს ამონარიდებს საკუთარი ნაშრომებიდან. გთავაზობთ მორიგ პოსტს, სადაც 90-იანი წლების ამბავს იხსენებს:
„პირველად კინოში რომ წაგვიყვანეს, მგონი, 97 თუ 98 წელი იყო და ოზურგეთის კინოთეატრში, „ტიტანიკი“ გადიოდა.
კინოთეატრს საკმაოდ დიდი ეთქმოდა, მაგრამ არაფერი არ მუშაობდა იქიდან, რამაც კინო უნდა ამუშაოს - ზოგი რამ თავისით გაფუჭებულიყო, ზოგისთვისაც ხელი შეეშველებინათ. ჰოდა „ისე“ წაგვიყვანეს - ხომ უნდა „გვენახა“.
ვისხედით, ასე, ორმოცდაათამდე მოსწავლე და დიდი ეკრანის ქვეშ მოთავსებულ პატარა ტელევიზორში ვუყურებდით აღელვებულები დიკაპრიოს გაყინვის ამბავს. ვინმეს რომ გადაეღო, ეპოქალური სცენა იქნებოდა - ფილმი ეგ უფრო იყო, ვიდრე „ტიტანიკი“, - წერს გიორგი კეკელიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეგიძლია ძველი გენები წაშალოთ...“ - რას ამბობს არუნ ხათრი