Digest Logo

„პატარა თითები გულზე დამადო... ძალიან მძიმედ ვარ, მართლა“ - რა სჭირს ირინა სარიშვილს

1648619431
ირინა სარიშვილი

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად ეხმაურება რუსეთ-უკრაინის ომს, ამჯერად ის თავის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ქუჩაში გადამხდარ ისტორიაზე წერს.

„ძალიან მძიმედ ვარ, მართლა. ყოფითი პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად იმატებს ისე რომ დილით გაღვიძების გეშინია...

ეს პრობლემები რა მოსატანია უკრაინასთან, მაგრამ ადამიანი ვარ და მეფიქრება მაინც...

უკრაინა, რომელიც მე პირადადაც მეხება...

ყველა ბავშვის დანახვაზე ცრემლები მომდის, საკუთარ პატარებსაც ვტირი და ისე ვეფერები...

მოკლედ, აი, ასე დახუნძლული ემოციებით მივბოდიალობ ჩემთვის პურზე და ისე გავცდი მაღაზიას და ჭავჭავაძეზე აღმოვჩნდი, ვერ გავიგე...

უცებ ვხედავ პატარა გოგონა, ასე 7-8 წლის იქნება, მოდის ჩემთან, ხელებს მხვევს, დავიხარე ჩასახუტებლად, პატარა თითები გულზე დამადო, სადაც უკრაინის დროშის გულსაბნევი მიკეთია წარწერით და თავის ულამაზეს ენაზე მეუბნება მადლობას.

მერე ახალგაზრდა ქალიც მოვიდა, ვისთან ერთადაც იყო, ალბათ დედა, გადამეხვია და ისიც მადლობას მეუბნება!

რისთვის ხალხო! გულსაბნევისთვის! მოვიგებთ აბა რა! დიდება უკრაინას!“, - წერს ირინა სარიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ისეთი ბაგაბუგი მიდის, რომ მგონი, ომი ახლა დაიწყო“ - რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი ოქრუაშვილი

🔵 VIDEO: „ქალი, რომელსაც ძიძას ვეძახდით, მამაჩემის საყვარელი აღმოჩნდა“ - რას ჰყვება ალექსანდრე მუსაევი

🔵უბნები თბილისში, სადაც დღეს ელექტროენერგია გაითიშება