ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ფეისბუკის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მართვით სუნთქვაზე ყოფნის დროს პაციენტი ზედოზირებით ვერ გარდაიცვლება.
🔵კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე უფროს ექთანს ბრალი წარედგინა
ამასთან მედიკოსი ნარკოლოგებს მიმართავს და მათ ნარკოტიკის და საძილე საშუალების რაოდენობაზე საუბრისგან თავის შეკავებას ურჩევს.
„პატივცემულო კოლეგებო და ჟურნალისტებო, პაციენტი როცა მართვის სუნთქვაზეა, ზედოზირებით ვერ გარდაიცვლება. გარდაცვალების მიზეზია სხვაა – დისტრეს სინდრომი, პოლიორგანული უკმარისობა. დვს და ბევრი სხვა ! ზედოზირებით პაციენტი ვერ გარდაიცვლება როცა არის მართვის სუნთქვაზე და ნარკოლოგებმა თავი შეიკავეთ ნარკოტიკის და საძილე საშუალების რაოდენობაზე საუბარს რომელიც გამოიყენება კრიტიკულ მედიცინაში ეს თქვენი კომპეტენცია არ არის!!!!!“, - წერს ზურა სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.alia.ge