Digest Logo

🎥 „პატრიარქის ნათლული ვარ, 1989 წელს, ღვთისმშობლის ტაძრის კურთხევისას სამი წლის ვიყავი...“ - აჩიკო ბერიძე ილია მეორეს იხსენებს

1773910285
აჩიკო ბერიძე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას მომღერალი აჩიკო ბერიძე გადაცემაში „იმედის დღე“ გამოეხმაურა და მასთან დაკავშირებული ემოციური ისტორიები გაიხსენა. 

როგორც თავად აღნიშნა, იგი 1989 წელს, აჭარაში, ღვთისმშობლის ტაძარში ილია მეორემ მონათლა:

„ვუზიარებ ჩვენს ერს. ძალიან გვიჭირს საუბარი. ემოციების მართვა ძალიან რთულია. უნდა გავერთიანდეთ, მისთვის ვილოცოთ. დარჩა მოგონებები. 

ალბათ ახლა ყველა გადავხედავთ მის თითოეულ სიტყვას, ყველა თავის ისტორიას მოჰყვება. 

ბედნიერი ვარ, რომ პატრიარქის ნათლული ვარ. 1989 წელს, ღვთისმშობლის ტაძრის კურთხევისას, 5000-მდე ადამიანთან ერთად მოვინათლე მეც, სამი წლის ვიყავი“, - ამბობს აჩიკო ბერიძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნაწარმოებებს მაშინ ქმნიდა, როცა ქალაქიდან ან ქვეყნიდან გადიოდა, ყოველთვის მიჰქონდა ინსტრუმენტი“ - რას იხსენებს კახა მიქიაშვილი

🎥 „მშვიდად განისვენეთ და ღმერთმა გაცხონოთ, ჩვენო საყვარელო მშობელო და უდიდესო იმედო“ - ქეთევან ჯანდიერი

„გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ამბავი ილია II-ზე, Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა