Digest Logo

„პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი“ - რა ფოტოს აქვეყნებს არველაძეების რძალი

1773829071
რეზი არველაძე

2025 წლის 28 სექტემბერს მსახიობ ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს შვილი შეეძინათ.

წყვილის ბიჭი ეყოლა, რომელსაც ბაბუის სახელი - რეზი დაარქვეს.

როგორც ირკვევა, ბავშვი აწ გარდაცვლილმა ილია მეორემ საყოველთაო ნათლობაზე მონათლა:

„პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი“, - წერს ქეთი წიქვაძე. 

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„ისტორიის ეს თავი დაიხურა, ტკივილით სავსე და მაინც პატრიარქით გამთბარი, განათებული“ - გიორგი კვირიკაშვილი

„უდიდესი იყო პატრიარქის სიბრძნე, სიკეთე, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სიყვარული... ამოუწურავია რაც შექმნა მისი ეპოქით!“ - ეკა ბესელია

„სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი... ფასდაუდებელია მისი ღვაწლი“ - სპორტსმენები ილია მეორის გარდაცვალებაზე